პრაღის ტრამვაი

პრაღის ტრამვაი, ჩემი აზრით, პრაღის ისეთივე ღირშესანიშნაობაა, როგორიც მაგალითად ასტრონომიული საათი

პრაღის განუყოფელ ნაწილად ქცეული ტრამვაი “ტატრა” – Tatra T3. აწარმოებდა კომპანია ČKD Praha 1960 – 1989 წლებში.

ტატრა ტე-3 უხდება, როგორც ძველ ისტორიულ ქალაქს, ასევე კომუნისტურ კორპუსებს თუ თანამედროვე დიზაინს.

ამ მოდელის ტრამვაის ვაგონების უმრავლესობა მოდერნიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მართვის და უსაფრთხოების სისტემები, ასევე სალონი მთლიანად ახალია, ძველი რჩება მხოლოდ დიზაინი და კორპუსის ნაწილი.

ასევე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოდერნიზებულია Tatra T6, რომელიც გამოდიოდა 1991 – 1998 წლებში.

ტატრა ტე6 წააგავს შემდეგი ტრამვაიც.

საკმად კარგად მანევრირებადი და ტევადი “ტატრა” – KT8D. გამოშვების წლები 1986 – 1999 წწ. ამჟამად მოდერნიზებულია თითქმის ყველა ვაგონი. მას სხვა ვაგონებისგან გამოარჩევს ორმხრივობა. ტრამვაის ორივე მხარეს აქვს კარებები და ორივე ბოლოში ვატმანის კაბინა.

მოდერნიზაციის დროს შუა სექცია გადაკეთდა დაბალიატაკიანად, რომელშიც შესვლა თავისუფლად შეუძლიათ მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და მშობლებს ჩვილი ბავშვების ეტლებით.

ასევე ნახევრად დაბალიატაკიანია უფრო ახალი ტრამვაი Škoda 14T (შკოდა 14-ტე), რომელიც პრაღაში ექსპლოატაციაშია 2006 წლიდან.

“შკოდა 14-ტეს” 2004 წლიდან უშვებს კომპანია “შკოდა ტრანსპორტეიშენი“. ამ კომპანიამ პრაღისთვის 2008 წელს შექმნა გაცილებით თანამედროვე და 100 %-ით დაბალიატაკიანი ტრამვაი Škoda 15T, რომელიც პრაღაში ექსპლოატაციაშია 2010 წლიდან. ტატრა მიდის და შკოდა მოდის 🙂

Škoda 15T (შკოდა 15-ტე) თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ტრამვაი, რომელიც სიდიდის მიუხედავად თავისუფლად ახერხებს პრაღის ვიწრო ქუჩებში და მოსახვევებში მანევრირებას.

Škoda 15T-ს სალონი ძალიან დიდი და კომფორტულია.

ესეც ვიდეო

 

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს