როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

Wizz Air-ის იაფი ბილეთის შეძენის შემდეგ საჭიროა რეგისტრაცია Check-in. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ მიიღებთ თვითმფრინავში ჩასხდომის ბარათს. ერთად გავიაროთ “ჩეკინი”.

არსებობს ფასიანი და უფასო რეგისტრაცია Check-in. აქ განვიხილავთ უფასო რეგისტრაციას, რომელიც შესაძლებელია ფრენამდე 1 დღის მანძილზე. როგორც კი ფრენამდე 1 დღე (24 საათი) დარჩება Wizz Air-ის თქვენს პროფილში, შეძენილი ბილეთის გვერდზე უნდა დააკლიკოთ მარჯვენა კუთხეში ვარდისფერ ღილაკს.

შემდეგ გვერდზე უნდა მონიშნოთ ის მგზავრები, რომლების ბილეთების რეგისტრაციასაც აპირებთ. ამ შემთხვევაში მონიშნულია ორივე მგზავრი. თუ მარტო მგზავრობთ, რა თქმა უნდა ჩეკინის დროს მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი გამოჩნდება.

შემდეგ ეტაპზე სისტემა კიდევ შეეცდება ფასიანი ადგილების არჩევისკენ გიბიძგოთ, მაგრამ არ დანებდეთ და ჩადით (ჩასქროლეთ) გვერდის ბოლოში. იქ კი აირჩიეთ შემთხვევითი ადგილი.

ამის შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს “შემთხვევითი ადგილის არჩევის გაგრძელება” – სხვას არაფერს!

მომდევნო ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ ბარგის არჩევას. ჩვენ რადგან ყველაფერი უფასო გვინდა, ამიტომ მოვნიშნავთ “არ მსურს ბარგის რეგისტრაცია”.

და მოვნიშნავთ მხოლოდ უფასო ხელბარგს.

მეოთხე ეტაპზე სისტემა კიდევ შეეცდება დამატებითი სერვისები მოგყიდოთ, მაგრამ არაფერს დააჭიროთ ხელი

მეხუთე საფეხურზე უნდა შეავსოთ და შეამოწმოთ საპასპორტო მონაცემები. ასევე, მონიშნეთ გრაფა სადაც წერია “აქვს ბიომეტრიული პასპორტი”.

მე-7 ეტაპზე დაადასტურებთ თქვენი მონაცემების სიზუსტეს და მე-8 ეტაპზე გაეცნობით იმ აკრძალული ნივთების ჩამონათვალს, რომლების თვითმფრინავის ბორტზე ატანა არ შეიძლება.

რა ნივთების ატანა შეიძლება თვითმფრინავში წაიკითხავთ აქ:

ბოლო ეტაპზე სისტემა მოგანიჭებთ უფასო ადგილს თვითმფრინავში და მოგცემთ ჩასხდომის ბარათის ჩამოსატვირთ ღილაკს. მასზე დაჭერით მიიღებთ აი ასეთ სურათს.

ნუ შეგაშინებთ წარწერა “ეს არ არის ჩასხდომის ბარათი”. ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის ბარათს პირდაპირ სარეგისტრაციო დახლთან მიიღებთ, სავარძლის იმ ნომრით რაც სისტემამ მოგანიჭათ. ამისთვის უნდა წარადგინოთ ეს დოკუმენტი, ან ამობეჭდილი, ან კიდევ მობილურ აპლიკაციაში, პასპორტთან ერთად.

ხოლო, ჩასხდომის ბარათი, Wizz Air-ის Boarding Card, რომელსაც თქვენ მიიღებთ ევროპის აეროპორტებში, გამოიყურება შემდეგნაირად

ჩასხდომის ბარათის, Wizz Air-ის Boarding Card-ის ნიმუში მობილურ აპლიკაციაში.

ასეთი ჩასხდომის ბარათით პირდაპირ გაივლით აეროპორტის რეგისტრაციის ზონას, იქ სადაც დაყენებულია ავტომატური გასასვლელები და გააგრძელებთ გზას უსაფრთხოების კონტროლისა და სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით.

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

1 კომენტარი

Wizz Air საქართველოში ლიდერია | მე მოგზაური 16 იანვარი, 2024 - 14:42
[…] როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in … […]
Add Comment