ძველ თბილისში ამ 3-4 წლის წინ აღდგენილი და გალამაზებული ადგილები მოვიარე, რამდენიმე ქუჩას ფოტო გადავუღე და რეკონსტრუქციამდელ და აღდგენის შემდეგ არსებულს შევადარე.
ძველი თბილისის რეაბილიტაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ძირითადად პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ახლა კი იმას, რაც ხდება არავინ აპროტესტებს 🙁 თანდათან სხვადასხვა ფოტოშედარებებს გამოვაქვეყნებ, დავიწყებ ბეთლემის ქუჩა 35-ით.
2007-2008 წ. ფოტო თავად მეტყველებს ყველაფერზე.
2011 წ.
2014 წ. ამ ფოტოზე ადვილი შესამჩნევია ის ვანდალიზმი, რასაც განიცდის გადასახადის გადამხდელთა ფულით აღდგენილი და გალამაზებული ქონება. იმის ნაცვლად, რომ ძველი ქალაქის ერთ-ერთი ეზოს კედელზე ქუჩის და ნომრის აღმნიშვნელი აბრა მიემაგრებინათ, ნომერი უშნოდ და უგემოვნოდ მიაწერეს, ხოლო დამუშავებული მერქნისგან დამზადებულ ხის ჭიშკარზე ასევე შეუფერებლად და გაუგებრად მიაწერეს ავტომობილის გაჩერების ამკრძალავი წარწერა, ვითომ პარკირების ამკრძალავი საგზაო ნიშნები ჯერაც არ გამოუგონიათ. ის, რომ ქვაფენილი ბალახმა დაფარა რაღა მოსატანია. 🙁