როგორ მივიღო კომპენსაცია, გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ავიარეისებისთვის? ამ სტატიაში აღვწერ 600 ევრომდე კომპენსაციის მიღების გზებს.
სარჩევი
ბევრჯერ შემხვედრია სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მომხმარებლის პესიმიზმი გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ავიარეისების კომპენსაციის შესახებ. ბევრს ჰგონია, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია არაფერს აუნაზღაურებს, ბევრსაც კი ავიაკომპანიიდან მიღებული უარისა, თუ სხვადასხვა მიზეზის სჯერა.
საქმე ისაა, რომ ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ევროკავშირში, ან ევროპის ქვეყნებში დაფრინავენ ევროკავშირის რეგულაციებში (EC 261) ექცევიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავის მგზავრების უფლებები დაცულია, მათ შორის, ავიარეისის 3 საათზე მეტხანს დაგვიანების, გადადების, ანდაც გაუქმების შემთხვევაში. იგივე წესები ვრცელდება თურქული ავიაკომპანიების მგზავრებზე.
მოკლედ, მიუხედავად ამ რეგულაციებისა, ავიაკომპანიები საკუთარი ინიციატივით იშვიათად იხდიან კომპენსაციას და ბილეთების გადაცვლას, ან არასათანადო კლიმატური პირობების მომიზეზებას ცდილობენ.
თუ ასეთ შემთხვევებთან გქონდათ შეხება, ანუ თქვენი რეისი გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტხანს დაიგვიანა და ეს მოხდა უკანასკნელი 6 წლის მანძილზე, აუცილებლად მოითხოვეთ კომპენსაცია სპეციალიზებული კომპანიის – AirHelp-ის მეშვეობით.
როგორ მივიღო კომპენსაცია AirHelp-ის მეშვეობით
AirHelp-ის მეშვეობით კომპენსაციის მოთხოვნა იწყება მარტივი რეგისტრაციით. ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ეტაპი.
მაგალითად, 2023 წლის 6 თებერვალს მივემგზავრებოდი ქუთაისიდან ბერლინში. Wizz Air-ის თვითმფრინავმა ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა დაიგვიანა 9 საათი და 51 წუთი. ხოლო ბერლინში 9 საათი და 6 წუთის დაგვიანებით ჩაფრინდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვცადოთ კომპენსაციის მოთხოვნა.
რეგისტრაცია დაიწეთ ამ ბმულიდან: https://bit.ly/3Y7MrAp
ამ სკრინშოტზე ნაჩვენებია ველი რომელიც პირველ რიგში უნდა შევავსოთ. ჩემს შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტი და ბერლინის აეროპორტი. სისტემა თავად შემოგთავაზებთ ზუსტ დასახელებებს.
შემდეგ ეტაპზე სისტემა შეარჩევს ჩვენ ასისტენტს, რომელიც ჩვენ საქმეს წარმართავს. ამ შემთხვევაში ეს არის ალექსი და ასევე გვეკითხება, გვქონდა თუ არა ჩვენ რეისთან დაკავშირებული ფრენა, როგორც ჩვენ ვეძახით ტრანზიტული რეისი. ჩემს შემთხვევაში ტრანზიტული რეისი არ მქონდა, ამიტომ მონიშნულს ვტოვებ შესაბამის ველს.
მომდევნო ეტაპზე უნდა ჩავწეროთ გაფრენის დაგეგმილი თარიღი, ისე როგორც მითითებული იყო ბილეთში. ჩემს შემთხვევაში 2023 წლის 6 თებერვალი.
AirHelp-მა იპოვა ჩემი რეისი. თუ ზუსტი არ აღმოჩნდა შეგიძლიათ მონიშნოთ მეორე ველი სადაც თქვენ თავად შეიტანთ რეისის მონაცემებს.
შემდეგ ეტაპზე უნდა მოვნიშნოთ ჩვენმა რეისმა დაიგვიანა, გაუქმდა თუ ჩვენ ბორტზე არ დაგვიშვეს (უარი გვითხრეს ჩასხდომაზე). ჩემს შემთხვევაში ეს არის დაგვიანება. ასევე უნდა მივუთითო რამდენი საათით დაიგვიანა და რა იყო დაგვიანების მიზეზი.
ახლა კი საჭიროა პირადი მონაცემების შეყვანა და AirHelp-ის სტანდარტულ პირობებზე და კონფიდენციალურობის მოთხოვნებზე დათანხმება.
თუ თქვენი მეილი არ არის რეგისტრირებული და პირველად ავსებთ კომპენსაციის ფორმას, სისტემა მოგთხოვთ დარეგისტრირებას, ისევე როგორც მე.
რეგისტრაცია მარტივია, მე ავტორიზაცია გავიარე ჩემი gmail ანგარიშის მეშვეობით.
თუ თქვენ სხვასთან ერთად მგზავრობდით, სისტემა შემოგთავაზებთ თქვენი მეგზურის მონაცემების შევსებასაც.
ჩემს შემთხვევაში მარტო ვმგზავრობდი, ამიტომ ვირჩევ No, I was traveling alone
შემდეგ ეტაპზე საჭიროა მგზავრის დეტალური მონაცემების შევსება. ასე მოგთხოვთ თქვენი ავიაბილეთის ჯავშნის კოდს, რომელსაც ადვილად იპოვით თქვენს ექაუნთში ან ავიაკომპანიის მიერ გამოგზავნილი დასტურის მეილში. მას აქვს შემდეგი ფორმა: Your booking VYMLUB
ამ ველების შევსების შემდეგ AirHelp-ის ვებსაიტი მატყობინებს, რომ მე მეკუთვნის და ჩემს თანამგზავრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 400 ევროს კომპენსაცია. და განაცხადის დადასტურებისთვის ითხოვს ჩემს ელექტრონულ ხელმოწერას.
მომდევნო ეტაპზე AirHelp-ის ვებსაიტზე უნდა ავტვირთო ჩასხდომის ბარათი, ე.წ. ბორდინგქარდი. მარტივად შეგიძლიათ ჩასხდომის ბარათი გადმოწეროთ ავიაკომპანიის აპლიკაციიდან ან ვებსაიტიდან და აქ გადმოაცუროთ, ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე.
შემდეგ ვაჭერთ Continue და მომდევნო გვერდზე სისტემა გვეკითხება გვქონდა თუ არა კონტაქტი კომპენსაციის თაობაზე თავად ავიაკომპანიასთან. და ასევე ქვედა ველში შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს დაგვიანებულ რეისს.
კიდევ ერთი ფორმა რომელიც უნდა შევავსოთ. AirHelp-ი გვეკითხება რა ენაზე უნდა გაგრძელდეს ჩვენთან კომუნიკაცია. სამწუხაროდ ჯერჯერობით ქართული არ აქვს, მაგრამ არის ინგლისურთან ერთად არის სხვა ბევრი ენა, გერმანული, რუსული და… ასევე, უნდა მოვნიშნოთ სად ვიყიდეთ ბილეთი, სააგენტოში თუ თავად ავიაკომპანიაში. ჩემს შემთხვევაში ესაა ავიაკომპანია. და ბოლოს სად ვიპოვე ინფორმაცია AirHelp-ის შესახებ.
შემდეგ საფეხურზე სისტემა გვთავაზობს ფასიან მომსახურებაში გაწევრიანებას, რაზეც უარს ვეუბნები. თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ და თვითმფრინავის დაგვიანება თუ რეისის გაუქმებაც ხშირად გქონიათ, მაშინ გირჩევთ ამ სერვისის გამოწერას, ბევრი ბენეფიტები აქვს.
წითელ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ სისტემა გთავაზობთ თქვენი განაცხადის საჯაროდ, ან მეგობრებისთვის გაზიარებას. სანაცვლოდ გპირდებათ, თუ თქვენი მეგობარიც დაარეგისტრირებს განაცხადს თქვენ 20 ევროთი დაგასაჩუქრებთ.
მე თავი შევიკავე გაზიარებისგან, ამიტომ დავუწკაპუნე I’II Share it Later.
თანხის მიღება AirHelp-ისგან
მომდევნო გვერდზე AirHelp გვწერს როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. რომ შეადგენენ იურიდიულად დასაბუთებულ მოთხოვნას, გაუგზავნიან ავიაკომპანიას, ჩემს შემთხვევაში WizzAir-ს. და რომ გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება დასჭირდეს 3 თვემდე. ასევე, თუ ავიაკომპანია არ ითანამშრომლებს, მიმართავენ უფრო მკაცრ ზომებს…
როგორც კი ავიაკომპანია გადაიხდის კომპენსაციის თანხას AirHelp-ი მოგვთხოვს საბანკო რეკვიზიტებს სადაც თანხა გადმოირიცხება.
ამავე გვერდზე არის ღილაკი, რომელზე დაწკაპუნებით შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი განაცხადის სტატუსი.
სულ ეს არის. დაახლოებით 2 თვის შემდეგ საბანკო ანგარიშზე მიიღებთ კომპენსაციის თანხას, რომელსაც გამოაკლდება AirHelp-ის მომსახურების საკომისიო, პროცენტი, რომელიც შეადგენს 35%-ს. საკომისიო თითქოს მაღალია ვიდრე მსგავსი სხვა კომპანიების ანაზღაურება, მაგრამ ეს არის ყველაზე ძლიერი და უპრობლემო კომპანია, რომელიც უამინდობისა და გაფიცვის დროს გაუქმებულ რეისებზეც კი ახერხებს კომპენსაციის მიღებას.
ჩემს შემთხვევაში მე მეკუთვნოდა კომპენსაცია 400 ევრო, ამას გამოაკლდა 35 პროცენტი, ანუ 140 ევრო და ჩემს საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 260 ევრო. მაშინ როდესაც ბილეთში გადახდილი მქონდა 120 ლარი, ანუ დაახლოებით 45 ევრო.
! ყველას გისურვებთ ბევრ მოგზაურობას და ასეთ მომგებიან დაგვიანებას.
ეს არის პასუხი კითხვაზე, როგორ მივიღოთ კომპენსაცია გაუქმებული, გადადებული ან დაგვიანებული ავიარეისის შემთხვევაში.
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი სასტუმროების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
1 კომენტარი
[…] გააგრძელე კითხვა აქ: https://www.memogzauri.com/ […]
Comments are closed.