რუსთავი აქედან იწყება და ჟიული შარტავას გამზირს ქალაქის ცენტრისკენ მივყავართ.
ფოტოები 2011 წლის ზაფხულში გადავიღე და მაშინ ცენტრალური ქუჩების რეკონსტრუქცია 1-2 წლის დასრულებული იყო.
შარტავას გამზირს თან გასდევს ველობილიკი, ფოტო მობილურით გადავიღე, ამიტომ ცოტა უხარისხო გამოვიდა, თავად ბილიკი საკმაოდ ხარისხიანია 🙂
ველობილიკი კი არის მაგრამ, აქ ველოსიპედით გადაადგილება დიდად პოპულარული არ უნდა იყოს, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე მრავალჯერ ავლა-ჩამოვლის მიუხედავად ველოსიპედისტი არ შემიმჩნევია. ველოსიპედი მხოლოდ რუსთავის ცნობილ ბაზრობაზე, “სტამბოლის ბაზრობაზე აღმოვაჩინე ერთ-ერთ სახელოსნოსთან დაბმული. ეტყობა ხელოსნის ტრანსპორტი იყო.
ცენტრალური ქუჩები გაყოფილია მაღალი ბორდიურებით და გაზონებით. ამ გრძელი გამზირის ბოლოს რუსთაველის მოედანია შოთა რუსთაველის ძეგლით.
რუსთაველის მოედნიდან იწყება მეგობრობის გამზირი. აქვე არის სასტუმრო “რუსთავი”, რომელსაც ჯერაც შერჩენია საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული წარწერა Гостиница Рустави.
ახლა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ნამდვილი საბჭოთა კავშირი იყო 😉 ამ სასტუმროს ნომრების ყველაზე იაფად დაჯავშნა შეგიძლია აქედან:
მეგობრობის გამზირი 9 სართულიანი კორპუსების დასრულებასთან ერთად მთავრდება და იწყება მერაბ კოსტავას გამზირი, რომელიც მტკვარს გადაკვეთს და ძველ რუსთავში გადადის. მალევე თავისუფლების მოედანს მივადექი, რომელიც 2011 წლის ზაფხულში რეკონსტრუქციისთვის ჩაკეტილი იყო.
მოედნის იქეთ, ისევ კოსტავას გამზირი გრძელდება და მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობით სრულდება.
თავად მეტალურგიული ქარხანა უფრო მოშორებითაა, ადმინისტრაციული შენობიდან მარცხნივ.
ირგვლივ ბევრი, მეტალურგიასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საწარმო და კომპანიაა დაფუძნებული.
რუკა