მუშტაიდის პარკში საბავშვო რკინიგზა ამუშავდა. საბავშვო მატარებელს, საბჭოთა საქართველოში, სასწავლო დანიშნულება ჰქონდა. მის ლოკომოტივზე ბავშვებს მატარებლის მართვას ასწავლიდნენ. ახლა ამ მატარებლით ბავშვებს მხოლოდ სეირნობა შეუძლიათ.
მატარებლის ლოკომოტივი, თბომავალი მუშაობს დიზელის ძრავზე. 2005 წელს სწორედ დიზელის ძრავის დაზიანება გახდა რკინიგზის გაჩერების მიზეზი.
მატარებელი გადის ყოველ ნახევარ საათში და გასეირნება ღირს 1,5 ლარი.
გადახდა პლასტიკური ბარათით ხდება, რომელსაც მუშტაიდის პარკის სალაროში 1 ლარად ამზადებენ.
მატარებელი სამი ღია ტიპის ვაგონისგან შედგება.
სიმაფორი მემანქანეს ანიშნებს, რომ წინ მოძრაობა არ შეიძლება. წითელი მწვანე სიგნალით ყოველ ნახევარ საათში იცვლება 🙂
როგორც ჩანს, ლიანდაგი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, რადგან ვაგონების ბორბლები ლიანდაგის გადაბმის ადგილების გავლის დროს საგრძნობლად ხმაურობს.
მუშტაიდის პარკის კუთხეში მოწყობილი წრიული ლიანდაგის შემოვლის შემდეგ, მატარებელი ჩერდება და უკანა სვლით შედის სადგურში. ლიანდაგების გარადთვას მეისრე არეგულირებს.
სადგურში შესვლისთანავე ძრავს გამორთავენ და აგრილებენ.
თბილისის საბავშვო რკინიგზის ისტორია 1935 წლის 24 ივნისიდან იწყება.
მაშინ მატარებელის სათავეში ორთქმავალი იყო, რომელიც ახლა კვარცხლბეკზე დგას.
ვიდეო