სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

ახალციხეში, რაბათის ციხის მონახულებისას შეუძლებელი იყო ამ მდიდარი ისტორიის მქონე მხარის, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი არ დამეთვალიერებინა.

2012 წელს განახლებულ მუზეუმში დაცულია 25 ათასზე მეტი ექსპონატი.

ყველა ამ ექსპონატის გადაღება და აღწერა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რამაც მუზეუმის ზერელე დათვალიერებისას ყურადღება მიიქცია, ყველას ფოტოგრაფირება მოვახერხე.

მუზეუმში წარმოდგენილია მესხეთის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური, პალეოგრაფიული, პალეონტოლოგიური, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალა. ასევე, ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები.

 

ეს ყველაფერი წარმოდგენას გვიქმნის მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს გარემოზე, კულტურაზე, არქიტექტურაზე და რელიგიაზე.

 

მუზეუმში იმდენი ექსპონატია, რომ იატაკის ქვეშაც კი საგამოფენო სივრცე მოუწყვიათ 🙂

 

კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ჭურჭელს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ იყენებენ ახლა და იყენებდნენ წარსულში. ალბად წინაპრებისთვის უცხო არ იყო ფულის, მონეტების ქოთანში დაგროვება და შენახვა 🙂

 

ფულს ოდითგანვე ვაჭრობისთვის იყენებდნენ. შედეგად ახალციხის ტერიტორიაზე ნაპოვნ ექსპონატებს შორის არის სირიიდან იმპორტირებული შუშის ნაკეთობები.

 

იმპორტირებულ პროდუქციას განეკუთვნება ეს კერამიკული ნაწარმიც.

 

იარაღი

 

წიგნები და ხელნაწერები

 

და მოდა

 

ეს და სხვა უამრავი სილამაზე ახალციხეში, რაბათის ციხის კედლებში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში ინახება.

 

რეკომენდაციები:

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 43 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com

 

Related posts

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ