სარფი გამორჩეულია კარგი ზღვით – ასე ამბობენ. ამიტომ ბევრი აქ სპეციალურად საბანაოდ ჩადის. ბევრს კი, ბანაობისთვის სულაც არ ცხელა.
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ავტოტრანსპორტი, თურქეთში მიმავალ-მომავალი ვაჭრები და ტურისტები ერთმანეთში ირევა.
თურქეთიდან გადმოსული “მეტროს” ფირმის სამგზავრო ავტობუსის დაცლის პროცესი.
ავტობუსიდან ჩამოსულ თურქეთის მოქალაქეებს წინ ეგებება ქართველი ტაქსისტების ბირჟა და თურქეთში აკრძალული ხილი – კაზინო.
ნავაჭრით დაბრუნებული ქართველებისთვის კი ეკლესია ააგეს.
სარფის საბაჟო თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, აი სერვისი კი დიზაინს ნამდვილად არ შეეფერება. თუმცა მექრთამეობა და ხალხის გატყავება წარსულს ჩაბარდა.
ზუსტად 10 წლის წინ სტამბოლში კონფერენციაზე სამ ქართველ ეკონომისტთან ერთად მივემგზავრებოდი. მაშინ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი არ არსებობდა.
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ეზო რკინის გისოსებით იყო შემოღობილი, მასში შესვლა კი ერთი პატარა ჯიხურიდან შეიძლებოდა, რომელშიც პასპორტები ჩამოგვართვეს, ე.წ. ბათუმის მარკა ჩაგვირტყეს და ამ მომსახურებაში ათ-ათი დოლარი მოგვთხოვეს. შემდეგ რაღაც ფიტო-სანიტარული და მსგავსი 1-2 ლარიანი მოსაკრებლებიც გამოგვართვეს და საბაჟო კონტროლის გავლისას შავ შათვალეებიანმა მუშაკმა, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო რომ პირში ენას ვერ ატრიალებდა, საბაჟო გადასახადის გადახდა მოგვთხოვა. ჩვენს დელეგაციაში მყოფი ეკონომისტები გაგონილს ვერ იჯერებდნენ, საქართველოს მოქალაქეს ქართველი მესაზღვრე თუ მებაჟე ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გადასახადის გადახდას აიძულებდა. ერთი წლის შემდეგ აქ უპრობლემოდ და დანახარჯების გარეშე შეიძლებოდა საზღვრის გადაკვეთა…
თურქეთის მხარეს უამრავი თევზმჭერი გემი ირევა.
მათი შემოტევისგან საქართველოს წყლებში მყოფ თევზებს და პლაჟზე წამოგორებულ თუ სკუტერებზე ამხედრებულ დამსვენებლებს სასაზღვრო სამხედრო კატარღა იცავს.
სკუტერით ჯირითობა
კლდიდან მხტომელები
სარფში შავი ზღვა მართლაც განსხვავებულია.
თუ სარფში და მის მიმდებარედ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com