სარფის საბაჟო

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს.

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს. ასეთებს შორის არის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტები. ამჯერად, ყველაზე მეტად დატვირთულ საბაჟოს მიმოვიხილავ.

სარფი

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ეს შენობა 2011 წლის მაისში გაიხსნა. პირველ ფოტოზე, გასასვლელების ზევით დამონტაჟებულ საინფორმაციო დაფაზე ადვილად შესამჩნევია თუ რა ტიპის ტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული გასასვლელი. ფეხით საზღვარზე გადამსვლელებისთვის მარჯვენა მხარეს გვირაბის მსგავსი დერეფანია, რომელშიც კონდიცირებული ჰაერია, რაც ათასობით და ათიათასობით მოქალაქეს 40 გრადუსიანი სიცხისგან იცავს.

ეს საბაჟოს მეორე მხარეა, აქედან შემოდის თურქეთიდან მომავალი სატვირთო თუ სამგზავრო ტრანსპორტი. ერთი სატვირთოს საბაჟო პროცედურებს დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, მაგრამ საბაჟოზე რიგები მაინც ჩნდება. ქართული მხარის მტკიცებით რიგები თურქული მხარის დამსახურებაა. ეს ადვილი შესამჩნევია შემდეგ ფოტოზე.

თუ საქართველოს საბაჟოზე 6 გამშვები დერეფანია, თურქეთის მხარეს მხოლოდ ორი და ამ ორიდან ხშირად მხოლოდ ერთი მუშაობს, როგორც ამ შემთხვევაში. ამბობენ, რომ ნაკადის გატარების სიჩქარე მებაჟეთა ცვლებზეა დამოკიდებული, ზოგი კარგად მუშაობს, ზოგიც ზარმაცია, ამიტომ ავტობუსით მომავალი მგზავრები საზღვარზე ფეხით გადმოდიან და საქართველოს საბაჟოს შესასვლელში ელოდებიან ავტობუსს.

ვინც საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთას ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მას უკან დაბრუნებისას, თურქეთის სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ, მოუწევს ამ ფოტოზე ასახული მოსაცდელის მარცხენა მხარეს დერეფანში შევიდეს. დერეფანი ისევე როგორც მთლიანი შენობა თანამედროვე დიზაინის ნიმუშია.

ამ ნათელი და კონდიცირებული დერეფნის ბოლოს სასაზღვრო კონტროლის პუნქტია. ყველაზე მეტად დატვირთული სწორედ ეს ადგილია. აქ ხდება მოქალაქეების პასპორტის შემოწმება და ზოგიერთი უცხოელისთვის ვიზის გაცემაც კი.

თუმცა ეს რიგი არაფერია იმ რიგებთან შედარებით, რაც თურქეთის მხარეს ჩნდება ხოლმე.

სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ მოქალაქემ საბაჟო შემოწმება უნდა გაიაროს. მებაჟეები სხვადასხვა მეთოდით არჩევენ იმ ადამიანებს, ვინც მწვანე დერეფანში შეუმოწმებლად გავლას იმსახურებს.

თუ ეს მებაჟეები შეამჩნევენ, რომ მოქალაქეს დასაშვებზე მეტი ბარგი შეიძლება ჰქონდეს, თურქეთიდან ძირითადად კარგად ნავაჭრი ბრუნდებიან ხოლმე, იქვე გვერდით, რენტგენოსკანერით შეამოწმებენ.

თუ მოქალაქის ტვირთი საბაჟო დეკლარირებას ექვემდებარება, ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია იქვე. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე: კონკრეტული დასახელების ნივთი არ უნდა აღემატებოდეს ორ ერთეულს, მაგალითად ორი შარვალი, ორი პერანგი… ტვირთის საერთო მოცულობა ბევრად არ უნდა აღემატებოდეს ორ დიდ სამოგზაურო ჩანთას.

ახალი საბაჟოს გახსნამდე, მაგალითად 4 წლის წინ, მებაჟეებს არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი ჩანთა, მაგრამ არასდროს მოუთხოვიათ საბაჟო პროცედურების შესრულება მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლიდან კარგად ნავაჭრი დავბრუნდი. ახალი საბაჟოს ამუშავების შემდეგ ერთხელ შემოწმება, მხოლოდ რენტგენის სკანერში გატარებით შემოიფარგლა, მეორეჯერ კი პირდაპირ მწვანე დერეფანში გავიარე.

რამდენიმე კადრი საბაჟოს შენობის მეორე სართულიდან

საქართველოს მხარე

თურქეთის მხარე

საპირისპირო მხარე

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟოს ახალი დიზაინის მქონე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო 2010 წელს და გაიხსნა 2011 წელს. მისი არქიტექტორია იურგენ მაიერ-ჰერმანი.

Related posts

უფლისციხე

რამდენიმე კადრი ანანურიდან

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2