მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად.
თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში, ბევრი – საუკეთესო იყოო რუსეთში, ხოლო ერთი იმასაც კი ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული? „აქ იყო კარგად შერწყმული ოჯახური სტუმართმოყვარეობის მოდელი, როდესაც სასტუმროს მეპატრონე პირადად იცნობს ყველა კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს. აი, ამით მიაღწია „ლონდონმა“ მაღალ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე, დაარსებიდან დახურვამდე, ორმოცი წელი, თითქმის”. (ფრაგმენტი რადიო “თავისუფლების” გადაცემიდან).
სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზო ახლა
ჭერზე გამოსახული ქალაქი. (ვცდილობ დავადგინო რომელი ქალაქია)
სადარბაზო
გასაგებია, რომ ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა არაფერი დააკლეს ამ შენობის განადგურებას, მაგრამ გაუგებარია იმ ჩინოვნიკის თუ ჩინოვნიკების მოტივაცია ვინც რამდენიმე წლის წინ ელექტროკაბელების გაყვანის პროექტი ამგვარად დაამტკიცა.