5.4K
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტების თითქმის 47% ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით ხორციელდება.
მიზნების მიხედვით ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა მესამე კვარტალში:
- ნათესავთა, მეგობართა მონახულება – 46%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 16.2%;
- შოპინგი – 13.9%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 8.5%;
- მეორე სახლის მონახულება – 8.2%;
- პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა – 4%;
- რელიგია, მომლოცველობა – 1.2%;
- განათლების მიღება – 0.4%;
- სხვა 1.1%.
სულ მესამე კვარტალში განხორციელდა 1 მილიონ 194 ათასი ვიზიტი.
მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში განხორციელდა. თბილისზე მოდის ვიზიტორების რაოდენობის 29%, მეორე ადგილზეა იმერეთია – 18%, ხოლო აჭარას ვიზიტორთა ნაკადის მხოლოდ 11% ესტუმრა.
2018 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 192 მილიონ ლარს შეადგენს. ეს კი 3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.