საქართველოს შიდა ტურიზმის ნახევარი ნათესავების მონახულებაა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში შიდა ტურისტული ვიზიტების თითქმის 47% ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით ხორციელდება.

მიზნების მიხედვით ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა მესამე კვარტალში:

  • ნათესავთა, მეგობართა მონახულება – 46%;
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 16.2%;
  • შოპინგი – 13.9%;
  • მკურნალობა, გაჯანსაღება – 8.5%;
  • მეორე სახლის მონახულება – 8.2%;
  • პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა – 4%;
  • რელიგია, მომლოცველობა – 1.2%;
  • განათლების მიღება – 0.4%;
  • სხვა 1.1%.

სულ მესამე კვარტალში განხორციელდა 1 მილიონ 194 ათასი ვიზიტი.

მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში განხორციელდა. თბილისზე მოდის ვიზიტორების რაოდენობის 29%, მეორე ადგილზეა იმერეთია – 18%, ხოლო აჭარას ვიზიტორთა ნაკადის მხოლოდ 11% ესტუმრა.

2018 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 192 მილიონ ლარს შეადგენს. ეს კი 3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს