როგორი იყო სიღნაღი რეკონსტრუქციამდე? რაც უფრო დრო გადის ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო ბევრს აინტერესებს. გთავაზობთ ჩემი ვირტუალური მეგობრების forever`s_NEVER და asiko-ს მიერ 2006 წელს გადაღებულ ფოტოებს.
შედარებისთვის იხილეთ რეკონსტრუქციის შემდეგ გადაღებული ფოტოები.
მახსოვს რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ ბევრი კამათი და დავი-დარაბა იყო, არიქა სიღნაღს ანგრევენო. ამ ფოტოების შემხედვარე ძნელია რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგეთა პოზიცია გაიზიარო.
თუმცა ზოგიერთი შენობის მდგომარეობა საკმაოდ კარგი იყო საბჭოთა-კომუნისტურ ეპოქაში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად.
თუმცა, რეკონსტრუქციამ კიდვ უფრო მეტი პეწი შესძინა, განსაკუთრებით კრამიტის სახურავებმა.
ამ საბჭოთა-კომუნისტური სასტუმროს მოდერნიზების შემდეგ ის ორგანულად ჩაჯდა სიღნაღის გარემოში.
2006 წლის სიღნაღი…