სლოვაკეთში, პოლონეთის საზღვრის მახლოდლად, ქალქი სტარა ლიუბოვნია მდებარეობს. იქ პოლონეთის ქალაქ კრინიციდან ექსკურსიაზე წავედით.
სტარა ლუბოვნა ადრე პოლონეთის ყოფილა და მისით პოლონელები სამართლიანად ამაყობენ. ეს არც სლოვაკებს აღიზიანებთ, პირიქით საზღვარიც კი მოშალეს, რათა ადგილობრივებმა და ტურისტებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა ციხესიმაგრეა, რომელიც მაღალ გორაკზე მდებრეობს.
ქალქი საუკუნეების მანძილზე ხან უნგრეთის იყო და ხანაც პოლონეთის შემადგენლობაში, ბოლოს ჩეხოსლოვაკიას მიაკუთვნეს და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ სლოვაკეთის საზღვრებში დარჩა. ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა არა მარტო ისტორიაზე, არამედ ხალხზეც.
ფოტოზე ექსკურსიამძღოლი – რუსმა ტურისტებმა ჰკითხეს ეროვნებით ვინ ხარო, “ჩეხოსლოვაკიო” და განმარტა, დედა სლოვაკი და მამა ჩეხიაო, თუმცა კი მშვენივრად ჭიკჭიკებდა პოლონურად და რუსულ სიტყვებსაც ისროდა. ციხესიმაგრეში პოლონელი დიდგვაროვნების ლიუბომირების ნივთები ინახება.
ამის შემხედვარე ერთმა რუსმა ტურისტმა წამოიძახა “ჟილი ნე რაზმახომო”.
ციხესიმაგრეში არის ძველი პოლონური ლუდსახარშის მოდელი.
არყის სახდელი აპარატიც
ციხესიმაგრის მახლობელ რესტორანში მოტკბო სლოვაკური ლუდი დავაგემოვნე. “ბაჟანტი” ქართულად ხოხობი.
ამავე რესტორანში ნივრის სუპით გაგვიმასპინძლდნენ, რომელშიც ყველის რამდენიმე კუბიკი ჩაძირულიყო. ხაშს გავდა.
შემდეგ გულიაში მოიტანეს, რომელიც ახლოსაც ვერ მოვა ჩეხურთან.
ესეც რესტორანი.
სტარა ლიუბოვნია მშვიდი ევროპული ცხოვრებით ცხოვრობს
აქაურებს უყვართ შრომა და გარუჯვაც 🙂
ტატრბის ლანშაფტი ძალიან გავს საქართველის მთებს
რუკა
2 კომენტარები
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოსაზღვრე რეგიონებში ხალხი შერეულჩეხურ–სლოვაკურ ენაზე ლაპარაკობს, ამიტომ ჩეხური ფოლკლორიც ასეთ შერეულ თითქმის სლოვაკურ ენას ემყარება.
http://www.youtube.com/watch?v=t4Lvh_nhIEY
ისე, ჩეხური და სლოვაკური ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც იმერული და გურული 🙂
Comments are closed.