საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “კავკასიის ტურისტული ბაზრობა” გაიხსნა.
გამოფენის მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ უქმე იყო, კავკასიის ტურისტულ ბაზრობაზე სიხალვათე შეინიშნებოდა.
თურქეთს ტრადიციულად ცენტრალური და თანაც დიდი სივრცე უკავია. მიუხედავად ამ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ისეთ მცირე ბაზარზე როგორიც საქართველოა.
თავად საქართველო ძირითადად წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანიებით. ისინი მომხმარებელს ტურისტულ სერვისზე მეტად ტურისტულ სუვენირებს სთავაზობენ.
ფერადი კვერცხები.
კერამიკული პროდუქცია.
არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ნივთების ჩამოსხმული ასლები.
მელხიორისგან დამზადებული ძვირადღირებული ნივთები. მაგალითად, არყის დოქი ჭიქებით 1500 აშშ დოლარი ღირს.
სუვენირების გარდა, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ტურისტული პროდუქტიც, მათ შორის ჯომარდობა, რომელიც მწირი დამთვალიერებლის ინტერესს ნაკლებად იმსახურებდა.
ვერც აზერბაიჯანის სტენდი დაიკვეხნის დამთვალიერებლის სიუხვით.
ტაილანდს კი საერთოდ მიუტოვებია საგამოფენო სტენდი.
საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტიც ანალოგიურად მოქცეულა.
ხალხმრავლობა შეინიშნებოდა მონადირეთა სტენდთან და კურორტ საირმის კუთხესთან.
საირმე მნახველებს საირმის სამი სხვადასხვა მინერალური წყლით უმასპინძლდება.
მიუხედავად ფერისა სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა 🙂 სტენდმა იმდენად დამაინტერესა, რომ აუცილებლად მოვინახულებ საირმეს.
“ფლაიჯორჯია” კი იაფი ავიაბილეთებით ცდილობს დამთვალიერებლის დაინტერესებას.
ეს კი კომპანია “ჰუალინგის” პროექტია, ჩვენში რომ “ჩინურ ქალაქად” შერაცხეს და გააშავეს. სტენდთან შევიტყე, რომ უკვე აუშენებიათ სასტუმრო, რომელსაც საპრეზიდენტო ნომერიც ჰქონია. ხოლო თავად ქალაქის მშენებლობა შეჩერებულია, არა ჩინელების ჩამოსახლების შიშით, არამედ აქაურების კომერციაში ჩართვის სურვილის დაუკმაყოფილებლობის გამო. სტენდთან მითხრეს ჩვენი უფროსი რამდენიმე დღეში ჩამოვა და ყველაფერს გაარკვევსო. ამ გაურკვევლობის მიუხედავად საცხოვრებელი ფართის შეძენას გამოფენაზე მისულ ქართველებს მაინც სთავაზობენ. სულ, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 60 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
გამოფენა 12 აპრილს გაიხსნა და 14 აპრილამდე გასტანს. მასში ადგილობრივის გარდა მონაწილეობენ კომპანიები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 100-მდე ორგანიზაციის ტურისტული პროდუქტი.