2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 4.3%-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე.
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2019 წლის მარტში საქართველოში 619,325 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი +102.9%, ლატვია +82.1%, ჩეხეთი +76.3%, პოლონეთი +55.9%, ლიეტუვა +43.2%, გერმანია +31.3%
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია +154%, ისრაელი +73%,ჩინეთი +57.2%, ყაზახეთი +50.1%, საუდის არაბეთი +34.1%და სხვა.
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.