49 ევროდ საშუალება გეძლევათ მოაწყოთ ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში და იმგზავროთ სხვადასხვა ტრანსპორტით შეუზღუდავად.
შესავალი
გერმანიაში, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე სხვადასხვა ტიპისა და ფასის ბილეთები არსებობს, მაგრამ მოგზაურობისთვის, ამ ქვეყნის კარგად შესასწავლად, ყველაზე ოპტიმალურია Deutsche Bahn-ის 49 ევროიანი აბონემენტი.
Deutschland-Ticket DTV (deutschlandweit) ბილეთი მოქმედებს ერთი თვის მანძილზე ყველა ტიპის საქალაქო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო U-Bahn, S-Bahn), გერმანიის ყველა ქალაქში. ასევე, მოქმედებს ქალაქებს შორის მოძრავ ტრანსპორტზე, რეგიონულ მატარებლებზე, გარდა ICE, IC/EC სწრაფ მატარებლებზე.
მოგზაურობა გერმანიაში – დრეზდენი და პოტსდამი
49 ევროიანი ბილეთის შეძენა გადავწყვიტე, როდესაც გერმანიაში 10 დღით გამგზავრებას ვგეგმავდი. ერთი შეხედვით კი მეძვირა, მაგრამ მხოლოდ ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 7 დღიანი ბილეთის ფასი 42 ევროს შეადგენს და ის არ ვრცელდება აეროპორტთან დამაკავშირებელ ტრანსპორტზე. ანუ, აეროპორტიდან და უკან დასაბრუნებელი ბილეთი ცალკე უნდა შემეძინა და ამ ხარჯებს დარჩენილი 3 დღის ბილეთების ღირებულებაც ემატებოდა. ასე, რომ ცხადი იყო არჩევანი Deutschland-Ticket DTV (deutschlandweit) სასარგებლოდ გავაკეთე, რამაც გერმანიის ქალაქებში მოგზაურობისკენაც მიბიძგა.
დრეზდენი
თავდაპირველად ბერლინიდან დრეზდენში გავემგზავრე რეგიონული მატარებლით.
ამ მიმართულებით მგზავრობის უამრავ ვარიანტს ნახავთ გუგლის რუკაზე თუ გერმანიის რკინიგზის აპლიკაციაში. მე ავარჩიე მარშრუტი ერთი გადაჯდომით ქალაქ კოტბუსში, უკან დასაბრუნებელი მარშრუტიც ამ ქალაქზე გადიოდა. უკანა გზის დაგეგმვის თავისებურებებზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი დრეზდენის რამდენიმე კადრი.
ახლა უკანა გზის შესახებ. მე იმ დღესვე დაბრუნება მქონდა დაგეგმილი, ცოტა დამღლელი კი არის, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. თუმცა ერთი დღით დარჩენა უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგან დასვენებასაც შეძლებთ და მშვიდადაც იმგზავრებთ.
დრეზდენში ღამის გასათევად, ბიუჯეტური სასტუმროები დაძებნეთ სპეციალურ საიტზე, რომელიც ბუკინგ კომისა და მსგავსი საიტების ერთობლიობას წარმოადგენს – hotellook.com
გერმანელების პუნქტუალობისა და მოწესრიგებულობის შესახებ დამკვიდრებული აზრის მიუხედავად გერმანიის ტრანსპორტისთვის დაგვიანება უცხო არ არის. ამიტომ, იმავე დღეს, საღამოს უკან დაბრუნებისას მარშრუტი ისე დაგეგმეთ, რომ გადაჯდომისას დაგვიანების შემთხვევაში პრობლემები არ შეგექმნათ.,
ჩემმა მატარებელმა დრეზდენიდან კოტბუსში გასვლა 30 წუთი დაიგვიანა და შესაბამისად კოტბუსი-ბერლინის მატარებელზე 10 წუთი დავაგვიანე. თუმცა, კოტბუსში 50 წუთიანი ლოდინის შემდეგ ბერლინისკენ მიმავალ მომდევნო მატარებელში ვიჯექი. მაგრამ ეს არ გამოვიდოდა დრეზდენიდან გვიან, ბოლო მატარებლით რომ გამოვსულიყავი, 30 წუთიანი დაგვიანება კოტბუსში ღამის გათევას ან სხვა უფრო რთული, შემოვლითი გზებით მგზავრობას ნიშნავდა.
პოტსდამი
პოტსდამი ბერლინთან უფრო ახლოს მდებარეობს, ამიტომ იქ სამოგზაუროდ ბერლინის ეს-ბანი გამოვიყენე. პოტსდამი მშვენიერია და საინტერესო.
სხვა ქალაქები
კიდევ დაგეგმილი მქონდა რეგიონული მატარებლთ ოდერის ფრანკფურტში ჩასვლა და იქედან საქალაქო ავტობუსით პოლონეთის საზღვარის გადაკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გეგმები შეიცვალა. მოგზაურობა გერმანიაში დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ 10 დღე მაქსიმუმ 3 ქალაქს დაუთმეთ.
Deutschland-Ticket იმით არის საინტერესო, რომ თქვენი დისლოკაციის ადგილიდან 3-4 საათის მანძილზე სავალი ქალაქების ერთი დღის მანძილზე ნახვის საშუალებას გაძლევთ. გერმანიაშია კი სანახავი და დასათვალიერებელი მართლაც ბევრია.
2024 წლის 1 ივლისიდან ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტისთვის ამოქმედდება 29 ევროიანი ბილეთი, მაგრამ მისი შეძენის სირთულეების გარდა, ის არ ვრცელდება რეგიონულ ტრანსპორტზე, თუმცა ბერლინში ხეტიალისთვის საუკეთესო საშუალება იქნება.
როგორ შევიძინოთ ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში
49 ევროიანი ბილეთის შეძენას და გამოყენებას ახლავს რამდენიმე ნიუანსი, რომელსაც ამ ქვეთავში დეტალურად განვიხილავთ.
ბილეთის შეძენა ნიშნავს აბონემენტის გამოწერას, რომლის ერთი თვის საფასური 49 ევროს შეადგენს. თუ თქვენ აღარ გინდათ მეორე და შემდეგ თვეებში ხელმოწერის გამოწერა, ანუ ეს ბილეთი, მხოლოდ 1 თვით ან რამდენიმე დღით გჭირდებათ, მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე უნდა გააუქმოთ გამოწერა.
ბილეთის შეძენა ნიშნავს აბონემენტის გამოწერას, რომლის ერთი თვის საფასური 49 ევროს შეადგენს. თუ თქვენ აღარ გინდათ მეორე და შემდეგ თვეებში აბონემენტი გამოწერა, ანუ ეს ბილეთი, მხოლოდ 1 თვით ან რამდენიმე დღით გჭირდებათ, გამოწერა მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე უნდა გააუქმოთ.
მაგალითად, თუ მოგზაურობა გერმანიაში 12 ივნისიდან 24 ივნისამდე დაგეგმეთ და ბილეთიც ამ რიცხვებში გჭირდებათ, მისი შეძენის შემდეგ გამოწერა უნდა გააუქმოტ 10 ივნისამდე. თქვენს მიერ 49 ევროდ შეძენილი 1 თვიანი ბილეთი კი ამ შემთხვევაში ივნისის მანძილზე, შეუზღუდავად იმოქმედებს.
გაითვალისწინეთ, რომ აბონემენტი მოქმედებს მხოლოდ თქვენს პასპორტთან ერთად. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა პიროვნება მას ვერ გამოიყენებს.
ბილეთს თითქმის ყოველთვის ამოწმებენ რეგიონულ მატარებლებში, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში იშვიათად.
ბილეთის შეძენა იწყება ამ ვებგვერიდან: https://int.bahn.de/en/offers/regional/deutschland-ticket
შემდეგ გვერდზე აუცილებლად მონიშნეთ ის თვე საიდანაც გინდათ დაიწყოს ბილეთის მოქმედება.
შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ სტანდარტული ფორმის შევსება პირადი ინფორმაციის შესახებ.
გაფრთხილება: მისამართის ველში ჩაუწერეთ იმ სასტუმროსა თუ ბინის მისამართი სადაც იცხოვრებთ.
მომდევნო გვერდზე კი სისტემა მოგთხოვთ საბანკო ინფორმაციის, ანგარიშის ნომრისა და ბანკის IBAN კოდის ჩაწერას. სწორედ ამ ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოჭრა. თუმცა მანამდე მოგიწევთ ავტორიზაციის ეტაპის გავლა, პასპორტის ფოტოს ატვირთვა და სელფის გადაღება.
ეს საკმაოდ მარტივი, მაგრამ საფრთხილო პროცესია, მე პირველ ცდაზევე გავიარე. თუმცა ოჯახის წევრისთვის იგივე ბილეთის შეძენა ვეღარ მოვახერხე. როგორც მივხვდი ერთ პიროვნებას ერთზე მეტის შეძენის საშუალებას არ აძლევს, თუმცა კი აკრძალული არ არის. ნურც იმავე კომპიუტერიდან ცდით მეორე ბილეთის შეძენას.
ბილეთის შეძენისას დაგჭირდებათ მობილურზე DB-ის აპლიკაციის DB Navigator-ის დაყენება. სწორედ მასში გამოჩნდება თქვენს მიერ შეძენილი ბილეთი. და ამავე აპლიკაციიდან შეძლებთ გამოწერის გაუქმებას (10 რიცხვამდე), თუ რა თქმა უნდა შემდეგ თვეებში გამოწერის გაგრძელებას აღარ აპირებთ.
Deutschland-Ticket DTV-ით მოგზაურობა გერმანიაში დაუვიწყარი იქნება!
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი