უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

მათთვის ვინც “თურქეთის ავიახაზებით” ტრანზიტულ ავიარეისს ასრულებს და სტამბოლში გადაჯდომისთვის მინიმუმ 6 საათი მაინც აქვს, გათვალისწინებულია უფასო ტური სტამბოლში.

უფასო ტური სტამბოლში საუკეთესო თავშესაქცევია მისთვის ვისაც სტამბოლის ახალ აეროპორტში, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ტრანზიტული (გადაჯდომით) ფრენისას აეროპორტში ხანგრძლივი დროით, მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 24 საათით ლოდინი უწევს.

უფასო ტურის მისაღებად უნდა გახვიდეთ აეროპორტის მოფრენის საერთაშორისო ზონაში და იპოვოთ სტენდი წარწერით Tour Istanbul. ის მდებარეობს მე-13 გასასვლელთან, THY Hotel Desk-ის ზონაში.

ინტერატიული რუკა

უფასო ტურის დაჯავშნა წინასწარ არ ხდება და მასზე რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ ადგილზე. ნუ დაეჭვდებით, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, ტურს აუცილებლად მიიღებთ, საჭიროა, მხოლოდ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეთ Tour Istanbul-ის დახლთან.

უფასო ტური სტამბოლში – განრიგი

  • T01 08:00–11:30 – მიმოხილვითი ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებს ძირითადად ავტობუსიდან მოინახულებთ. ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილზე 10-20 წუთიან გაჩერებას.
  • T02 08:30–15:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც ძირითადი სანახაობების დათვალიერებასთან ერთად საუზმით და სადილით გაგიმასპინძლდებიან.
  • T03 08:30–18:00 – ამ ექსკურსიაში შედის საუზმე, ვახშამი და სტამბოლის ძირითადი ღირშესანიშანაობების დათვალიერება.
  • T04 12:00–18:00 – ექსკურსია, რომლის დროსაც სტამბოლის ღირშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, პლუს სადილი.
  • T05 16:00–21:30 – საფეხმავლო, სასეირნო ექსკურსია, რომლის დროსაც უამრავ ღირშესანიშნაობის მონახულების შემდეგ ვახშამით გაგიმასპინძლდებიან.
  • T06 18:00–23:00 – კრუიზი ბოსფორზე და ვახშამი.

ექსკურსიების დეტალური გეგმა იხ. სპეციალურ ვებგვერდზე.

ტურის რუკა

სასარგებლო ინფორმაცია

Turkish Airlines-ზე ვრცელდება ის საერთაშორისო ნორმა, რომელიც დაგვიანების ან რეისის გაუქმების შემთხვევაში 600 ევრომდე კომპენსაციას ითვალისწინებს. ანუ, თუ თქვენმა რეისმა 3 საათზე მეტხანს დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია აქ: AirHelp

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
  • იაფი სასტუმროების დაჯავშნის სისტემა hotelscombined.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

ტურის ვიდეო

Related posts

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ