10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე

როგორ მივიღოთ 10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე? ამ პოსტში არის ინსტრუქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო იაფად შეიძინოთ Ryanair-ის ისედაც იაფი ბილეთები.

ფასდაკლების აქციები ყოველთვის არ არის, აქ აღწერილი მექანიზმი კი საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ დროს მიიღოთ 10 ევროს ფასდაკლება Ryanair-ის ბილეთებზე. ამისთვის ვიყენებთ მატარებლების, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთების სისტემას Omio (ადრე ცნობილი იყო როგორც GoEuro).

თუ თქვენ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად მოგზაურობთ, გირჩევთ ყველა ცალ-ცალკე დარეგისტრირდით ამ ბმულიდან – https://www.omio.com/travel-bonus?ic=kakham5t4k6s და ცალ-ცალკე შეიძინეთ ბილეთები 10-10 ევროს ფასდაკლებით.

რეგისტრაცია 10 ევროს მისაღებად – როგორ მივიღოთ ფასდაკლება

თავდაპირველად, დაუწკაპუნეთ ამ ბმულზე და დავიწყოთ რეგისტრაცია 10 ევროს მისაღებად: https://www.omio.com/travel-bonus?ic=kakham5t4k6s

Omio-ს რეგისტრაცია შეიძლება გაიაროთ როგორც ფეისბუკის ან ჯიმეილის ექაუნტით, ასევე ნებისმიერი სხვა მეილითაც. ჩემს შემთხვევაში ვირჩევ ჯიმეილს, რომელიც ნაჩვენებია მომდევნო სურათებზე.

ამის შემდეგ სისტემა მოგთხოვთ ტელეფონის ნომერს შემდგომი ვერიფიკაციისთვის.

კოდს ვერიფიკაციისთვის მიიღებთ SMS-ით, რომელიც უნდა ჩაწეროთ საიტზე შესაბამის ველში და დააჭიროთ დადასტურებას – Confirm code.

დადასტურების შემდეგ თქვენ იხილავთ შეტყობინებას, რომ დაგერიცხათ 10 ევროს სამოგზაურო ბონუსი.

ამის შემდეგ სხვა ფანჯარაში ვხსნით Ryanair-ის ვებსაიტს.

Ryanair-ის ბილეთის ფასი

Ryanair-ის ვებსაიტზე ვირჩევთ, მაგალითად თბილისი-მილანის ერთი მიმართულების ბილეთს.

მოკლედ, ძებნის შედეგების მიხედვით ვხედავთ, რომ 4 დეკემბერს ბილეთი თბილისი-მილანი (ბერგამო) ღირს 47,99 (48) ევრო.

შენიშვნა: ამ ეტაპზე Ryanair-ის ვებსაიტს ვიყენებთ მხოლოდ ფასის შესამოწმებლად.

ბილეთის შეძენა Omio-ს საიტზე

Ryanair-ის ბილეთის ფასის ნახვის შემდეგ ვუბრუნდებით Omio-ს და ვეძებებთ 4 დეკემბერის ბილეთს – თბილისი-მილანი (ბერგამო).

Omio აჩვენებს, რომ აღნიშნული ბილეთი ღირს იგივე, რაც Ryanair-ზე – 48 ევრო.

ვაგრძელებთ ამ ბილეთის დაჯავშნას. თუ რომელიმე სერვისის დამატება გსურთ, მაგალითად 20 კილოგრამიანი ბარგი ან სხვა რამ, რაც ფასს გაზრდის, თუმცა ფასდაკლება ჩვეულებრივად იმუშავებს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში თვალსაჩინოებისთვის, მხოლოდ ბილეთის შეძენას გავივლით.

შემდეგ ეტაპზე სისტემა დაამატებს საკუთარი მომსახურების საფასურს 3 ევროს და შესაბამისად გაიზრდება ბილეთის ფასი.

ამავე ეტაპზე თქვენ უნდა შეიყვანოთ მგზავრის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, სქესი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ქალაქი, საფოსტო ინდექსი და მოქალაქეობა, ისე როგორც ქვედა სურათზეა.

დადასტურების შემდეგ მომდევნო გვერდზე იხილავთ, რომ  სისტემამ უკვე გამოიყენა რეგისტრაციის დროს მიღებული 10 ევროს ბონუსი და ბილეთის ღირებულება 40,99 ევრომდე შემცირდა.

აქვე უნდა აირჩიოთ თანხის გადახდის მეთოდი, ჩვენს შემთხვევაში საბანკო ბარათი.

ჩავწერთ საბანკო ბარათის მონაცემებს და უპრობლემოდ გადავიხდით ბილეთის შემცირებულ საფასურს.

შედეგად თქვენ მიიღებთ თბილისი-მილანის ბილეთს, რომელიც 7 ევროთი ნაკლები დაგიჯდებათ. თუმცა, თუ ბილეთების რაოდენობა ერთზე მეტი იქნება ფასდაკლება 8-9 ევროსაც გაუტოლდება. შეგიძლიათ ბილეთის “ჩეკინი” რეგისტრაცია გაიაროთ Omio-ს საიტზევე, გაფრენამდე 2 დღის მანძილზე. ასევე შეგიძლიათ Ryanair-ის საიტზეც.

Omio-ზე შეძენილ ბილეთებს მიიღებთ მეილზე, რომელსაც თან ახლავს ბილეთის კოდი. ამ კოდის მეშვეობით ფასდაკლებით ნაყიდ ბილეთს გადაიტანთ Ryanair-ის თქვენ ექაუნტში, სამომავლო ჩეკინისთვის.

უფასო ჩეკინის შესაბამისი ინსტრუქცია იხ. აქ: Ryanair: როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in

აქვე ავღნიშნავ, რომ Omio შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსების, მატარებლების და თვითმფრინავების უამრავ სხვადასხვა ბილეთს შორის ყველაზე იაფის მოსაძებნად.

რეკომენდაციები:

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

ვარშავა ტურისტული – რა ვნახოთ პოლონეთის დედაქალაქში

სასარგებლო ბმულები მოგზაურობისთვის