ფისი-ფისი ბიჭები

ყველანაირი შადრევანი გამიგია მაგრამ ასეთი… 🙂

კაფკას მუზეუმს რომ მივადექი იქ უცნაური შადრევანი დამხვდა. ორი რკინის კაცი მოძრავი პენისებით ჩეხეთის ტერიტორიას ”რწყავენ”. თან უწესივროდ კი არა, არამედ გუბედ ქცეულ ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჩეხების გამონათქვამებს წერენ.

თუ მის ახლოს დადგებით და მობილურით SMS-ს გააგზავნით, შადრევანი ჯერ თქვენს ნომერს დაწერს, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსს 🙂

ეს ქმნილება დევიდ ჩერნის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი “განსხვავებული” შემოქმედებით.

ფისი-ფისი ბიჭების შადრევანი პრაღაში 2004 წელს აღმართეს. 4 წლის შემდეგ პრაღაში ნაცისტების აქციები ჩატარდა და რადიკალმა ბიჭებმა ფანტანისკენ გაიწიეს, მაგრამ პრაღის პოლიციამ მათ ჩერნის შემოქმედების წაბილწვის საშუალება არ მისცა.

ვიდეო:

Related posts

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტი პრაღაში

პრაღა – კარლის ანუ კარლოსის ხიდი

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი

1 კომენტარი

პრაღის ”უჟასნი” ქუჩები | კახას ბლოგი 17 თებერვალი, 2013 - 17:56
[...] “ფისი-ფისი ბიჭები” [...]

Comments are closed.

Add Comment