ფუნიკულიორის ქვედა სადგურს ხარაჩოები მოხსნეს, მშვენივრად გამოიყურება. პარალელურად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
როგორც ჩანს ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონების სისტემა უკვე გამართულია, რადგან შუაგულში დამაგრებული ვაგონი უკვე ქვევით ჩამოიყვანეს. ეს ვერ მოხეხდებოდა ბაგირის (ტროსის) დამაგრებისა და ძრავის ამუშავების გარეშე.
სავარაუდოდ ეს ფოტო გადაღებულია ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მშენებლობის დასრულებიდანვე.
მასზე ჩენს, რომ დღევანდელი ვარიანტი ორი გუმბათით და შესასვლელი კარებების რაოდენობით განსხვავდება. როგორც ჩანს მათი რაოდენობა არც საუკუნის წინ იყო საკმარისი, ამიტომ შემდეგი ფოტო უფრო წააგავს დღევანდელს. მასზე ჩანს გუმბათებიც, რომლებიც ასევე შემდგომ ეტაპზე დაემატა.
ძველ ფოტოებზე, ფუნიკულიორის სადგურის აღმოსავლური სტილის ფანჯრებში მოსჩანს დავითის ვარსკვლავები. მოგვიანებით დავითის ვარსკვლავები საბჭოთა ვარსკვლავებმა შეცვალა. შემდეგ კი ფუნიკულიორის სადგურის ძველი დარბაზი საერთოდ დაანგრიეს და კომუნისტური არქიტექტურით შცვალეს.
ახლა, აღდგენილი შენობა ძალიან წააგავს პირვანდელს, ოღონდ დავითის ვარსკვლავები სხვა ვარსკვლავებმა შეცვალა 🙁
მშენებლობის პროცესი:
6 მაისი 2012 – სადგურის ნარჩენების დემონტაჟის დასაწყისი
21 ივნისი 2012 – სადგურის დემონტაჟი
ძველის ადგილზე ახალი, მაგრამ უფრო ძველი სადგური აშენდა.