ფუნიკულიორი ამუშავდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით სარელსო ტრანსპორტის მოყვარულთა და გულშემატკივართა საზოგადოების სიხარულს საზღვარი აღარ აქვს- ფუნიკულიორი ამუშავდა.

თბილისში მტაწმინდის ფუნიკულიორის ტრამვაი ამუშავდა. ვაგონები ჩამოიტანეს შვეიცარიიდან და მთაწმინდის ციცაბო კალთაზე დამონტაჟებულ საუკუნოვან რელსებზე დააყენეს. ვაგონები დაამზადა და თბილისში დაამონტაჟა კომპანია Doppelmayr Garaventa Group.

ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. მთლიანი მანძილის დაფარვას მხოლოდ 3 წუთს ანდომებს.

მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

ვატმანი ვაგონის სამართავ პულტთან.

ფუნიკულიორის ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვაგონის ავარიულ გაჩერებას. ერთ-ერთი სისტემა თავად რელსებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს.

ფუნიკულიორი მთაწმინდის პარკის საკუთრებაა და ეს პროექტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დაფინანსებით ”თბილისის განვითარების ფონდმა” განახორციელა.

ხედი მთაწმინდის პარკის სადგურიდან.

მთაწმინდის პარკიდან დაშვება.

მთაწმინდის შუაგულში, მამა დავითის ეკლესიის მახლობლად ფუნიკულიორის ვაგონები ერთმანეთს გვერდს უვლიან.

მამა დავითი, მთაწმინდის პანმთეონი – ფუნიკულიორის შუა გაჩერება.

ზევით და ქვევით მიმავალი ვაგონები შუაგულ მთაზე გაჩერებისა და გვერდის აქცევის შემდეგ გათავისუფლებულ ლიანდაგს იკავებენ.

ვაგონი ქვედა სადგურს უახლოვდება.

ახლახანს აღდგენილი ფუნიკულიორის ქვედა სადგური.

მსგავსი პოსტები:

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს