2024 წლის 28 მაისიდან, საქართველოს ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიოს: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე.
საქართველოს მოქალაქეს საშუალება ეძლევა ჩინეთში უვიზოდ შესვლის შემდეგ ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე დაჰყოს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, “ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ 2024 წლის 10 აპრილს გაფორმდა.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.
ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა
სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია
- იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის ხერხები და რეკომენდაციები
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი