საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ქემალფაშა პირველი დასახლებული პუნქტია.
ქემალფაშა დიდი ხანია ქართველი ვაჭრების სასურველ ადგილად იქცა.
ვაჭრობა არღვევს ენობრივ და სავალუტო ბარიერებს 🙂
აქ ვაჭრობა ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახლი და მაღაზია ერთად.
ვაჭრობა და ჭორაობა ერთად.
ვაჭრობა კიდევ უფრო გაცხოველდა 3 წლის წინ “ისტანბულბაზრის” გახსნის შემდეგ.
აქ მოდურ და მეტნაკლებად ხარისხიან პროდუქციას თბილისის მაღაზიებზე ორჯერ იაფად მაინც შეიძენთ.
“ისტანბულბაზრის” “ბურგერკინგს” ახალგაზრდების გარდა უფროსი თაობაც ეტანება.
კიდევ ერთი ქემალფაშელი ქალის ყოველდღიურობა
ამ ციცქნა დასახლებაში ასეთი საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეუზღუდავი ვაჭრობის ერთ-ერთი შედეგია.
უფრო ადრინდელ სავაჭრო ობიექტებში ლილოს ბაზრობაზე დაბალი ფასებია.
ქემალფაშაში ორჯერ ვიყავი, 2010 და 2011 წელს და ორივეჯერ ძალიან იაფად შეძენილი ტანსაცმელითა თუ სარეცხი საშუალებებით დატვირთული დავბრუნდი უკან 🙂