ქუთაისის აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი 132 % გაიზარდა

2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბრის თვეში 47, 868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, რაც შეეხება ზრდას შესრულებული რეისების მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 96 რეისი).

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია (2017 წელი 11 თვე – 380, 552 მგზავრი)

Related posts

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს

Transavia-მ ამსტერდამი-თბილისის ფრენები დაიწყო