ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.
E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.
ახალი ელექტრონული, ავტომატიზირებული სისტემა პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის ავტომატიზირებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათასზე ევროზე მეტს შეადგენს. პირველ ეტაპზე, გაფრენის დარბაზში, საავიაციო უშიშროების შემოწმებამდე, E-Gate-ის სისტემის სამი ერთეული აპარატი დამონტაჟდა, ხოლო აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ერთად კიდევ ერთი დაემატება.
რეკომენდაციები
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
- იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან: kiwi.com
- მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი