“უცნაური ამბავი დამემართა: უამრავი უცხო ქვეყანა დავიარე და ჩვენი მეორე დედაქალაქი ქუთაისი კი თითქმის პირველად ვნახე.
შარშანწინდელ პირველ მგზავრობას არ ვანგარიშობ, რადგან მხოლოდ 2 დღეს დავრჩი. მისი მდებარეობა და საერთო იერი მომხიბვლელია. ამგვარი ლამაზი, საქალაქო პეიზაჟი არსად მინახავს. ცოდვაა, რომ ქუთაისის რაიონს ესოდენ უვარგისი გზები ჰქონდეს, ხოლო ქალაქს კანალიზაცია და ტრამვაი არ გააჩნდეს… სახარბიელო და ღირსეული მომავალი ელის ქუთაისს.”
მიხეილ ჯავახიშვილი – 1932 წ, 16 ივლისი.
ქუთაისის ცენტრი, ახალი შადრევანი და ძველი, ცნობილი თეატრი.
ცენტრალური მოედანი, რეკონსტრუქციის შემდეგ.
ცენტრის მიმდებარე ქუჩა
ბაგრატის ტაძარის რეკონსტრუქცია დასრულების სტადიაზეა. 2012 წლის ზაფხული.
ქუთაისური კოლორიტი სუპერმარკეტებსაც შეეხება.
რიონის პირას
საბაგირო გზა რიონის მარცხენა სანაპიროს აკავშირებს მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე გორაკთან, რომელზეც გაშენებულ უბანს “გორას” ეძახიან.
ქუთაისის ცნობილი ღირშესანიშნაობა “თეთრი ხიდი”. ფოტოს ავტორი მზია საგანელიძე.