რამდენიმე კადრი ღამის კრაკოვიდან.
ამ ძველ პოლონურ ქალაქს ძალიან უხდება ძველი ტრამვაი.
სიძველის შარმს აძლიერებს ფაიტონები ცენტრალურ მოედანზე, “ბაზრის მოედანზე” (Rynek Główny).
მშვენიერი ადგილია საღამოობით სასეირნოდ.
ბევრ კაფე-რესტორანში თუ მაღაზია-სასადილოში პოლონურ სამზარეულოს მრავალფეროვნებას გაეცნობით.
მჟავეული და ტკბილეული ერთად. მოპირდაპირე მხარეს კი ქართული ხაჭაპურია 🙂
საათი რატუშაზე ხშირად შეგახსენებთ თავს.
ბაზრის მოედანზე ვაჭრობა გვიან საღამომდე გრძელდება.
ვაჭრობენ ძირითადად ტურისტული საქონლით – დაწყებული უბრალო სუვენირებით და ძვირფასი ქვების ნაკეთობებით დამთავრებული.
იქვე შეიძლება ჩამოჯდომა, დასვენება და კაფე-რესტორნების მენიუს “შესწავლა” 🙂
მშვიდი, რომანტიკული, ევროპული გარემო.
ბაზრის მოედნის ირგვლივ დაბინავებაც იოლია უამრავ დიდ თუ პატარა სასტუმროში.