კახეთში არამარტო ღვინის წარმოება ვითარდება, არამედ სულ უფრო ფეხს იკიდებს ღვინის ტურიზმი.
ამ სფეროს პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ” 15-მდე ჟურნალისტი შეკრიბა და 18 ივნისს ყვარელში ჩაგვიყვანა.
ყვარელში, კერძოდ კი “ყვარლის ედემში” ქართველი ჟურნალისტები შეუერთდნენ უკრაინელი კოლეგების დიდ ჯგუფს. უკრაინელები რამდენიმე დღე ეცნობოდნენ საქართველოს ღვინის ტურიზმს და მის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს და სხვა საინფორმაციო მასალებს ამზადებდნენ.
“ყვარლის ედემი”
“ყვარლის ედემი” ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ყვარლის ცენტრთან ახლოს, ულამაზეს ბუნებაშია გაშენებული.
ეს არის მაღალი დონის სასტუმრო გასართობ-დასასვენებელი სერვისით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ნადირობის საშუალებით და რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად “ყვარლის ედემს” გამოარჩევს, ეს არის ღვინოთერაპიის სპა.
ღვინის თერაპიის შედეგების შესახებ იხილეთ უკრაინის ტელევიზიის მიერ მომზადებული ვიდეო.
საკუთარი გამოცდილებით, ყურძნის წიპწებზე დამზადებული საპონი ამშვიდებს და არბილებს მშრალ და გაუხაშებულ ხელის გულს.
სასტუმრო კომპლექსს გამოარჩევს ტევადი საკონფერენციო დარბაზი და გემოვნებით გაფორმებული ევროპული თუ ქართული რესტორნები.
მშვენიერი ხედები იშლება ყვარლის ედემის კოშკიდან.
ედემის ვენახები ჯერ სულ 3 წლისაა.
ჟურნალისტები ვენახის მოვლის თავისებურებებს ეცნობიან.
მალე ამ ვენახების ნაყოფით ყვარლის ედემის ღვინოს ჩამოასხამენ. იმედია, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის “ყვარლის ედემს”.
ყვარლის ედემიდან, ქალაქის გავლით, ველისციხისკენ მივდივართ.
ყვარელში ერთმა “სულელმა” პრეზიდენტმა ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობასთან ერთად, ველობილიკებიც გააკეთა. ახლა ამ სფეციალურ საფარიან ბილიკებზე ყვარლელი ბაბოები დასეირნობენ.
ველისციხის გზაზე: ვენახები, ალაზნის ჭალები…
და ერთ-ერთი მთავარი ქართული ტურისტული ღირშესანიშნაობა – ნაგავი 🙁
ნაგვის მსგავსად, გადაუჭრელი პრობლემაა მიტოვებული ტურისტული ობიექტები, მათ შორის ყვარელშიც. ყვარლის შესასვლელში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც “სულელი” პრეზიდენტის დროს ააშენეს, ახლა ცარიელია და უპატრონოდ მიგდებული.
“ველისციხის ვერანდა”
ეს არის კომპლექსი, რომელიც შედგება მარნისგან, რესტორნისგან, თონისგან და ღვინის მაღაზიისგან.
აქ მცირე ფართობზე ბევრი საინტერესოა სანახაობაა. სტუმრებს რომ ორიენტირება არ გაუჭირდეთ მასპინძლებმა საინფორმაციო მაჩვენებლები მოაწყვეს.
დიდი პოპულარობით, განსაკუთრებით კი სიცხეში, სარგებლობს ლიზა ბებოს წყარო.
ეზოშივეა ძველი ურემი და კახური ყოფა-ცხოვრების სხვა ატრიბუტები.
ძველი ქვევრების დეკორაცია
სუფრა გაიშალა უკრაინულ ფერებში ტრადიციული თამადით.
ეს ჩოხაში გამოწყობილი თამადა საუკეთესო ქვევრის რქაწითელით სტანდარტულ სადღეგრძელოებს წარმოსთქვამდა და დამტვრეული რუსულით უკრაინლების აყოლიებას ცდილობდა, რაც არც თუ ისე ცუდად გამოუვიდა.
უცებ შეასწავლა სტუმრებს გაუმარრრ… ჯოს… ჯოს… ჯოს ძახილი.
ვახტანგურები ტელეოპერატორთან და ჟურნალისთთან
კარგი კახური მწვადის დაგემოვნების შემდეგ მარანში “შევიპარე”.
მარანში ღვინის ტრადიციული წარმოებისთვის საჭირო იარაღთან ერთად საინტერესო ნახატებიც აღმოვაჩინე.
არასდროს მინახავს ნახატებით გაფორმებული მარნის კედლები.
ჩემთვის კიდევ ერთი სიახლე შუშის თავსახურით დაბეჭდილი ქვევრებია.
ყველა მათგანი დანომრილია.
ამ ქვევრის გახსნისა და ღვინის დაჭაშნიკების კადრები უკრაინის ტელეკომპანია 1+1-ის გადაცემაში მოხვდება, რომელიც საქართველოს ღვინის ტურიზმს მიეძღვნება.
მარნის ბატონ-პატრონი მეუბნება, რომ მათ მიერ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლ ღვინოს უნიკალური ნომერი აქვს. ეტიკეტზევეა მითითებული ქვევრის ნომერი და ისიც თუ რამდენი ბოთლი ღვინო ჩამოისხა ამ ქვევრიდან.
“ველისციხის ვერადა” ეკუთვნის კომპანიას .
ეზოში თათარა ათუხთუხდა და ჟურნალისტებმა ჩურჩხელების ამოვლების პროცესი გადაიღეს…
… შესწავლაც სცადეს.
შედეგი 🙂
შემდეგ პურის ცხობაზე გადავიდნენ
პირველ ცდაზე გაუჭირდათ.
თათარასავით გემრიელი იყო “ველისციხის ვერანდა” 🙂
თამადამაც დაგვტოვა, ეტყობა მისი სამუშაო საათები ამოიწურა, ჩოხა-ახალუხი გაიძრო, სპორტულები გადაიცვა და შემდეგი სუფრისკენ გაეშურა 🙂
ღვინის ტურის შემდეგი მიმართულება ნუმისი.
“ნუმისის მარანი”
ძველი, კახური, ტრადიციული ქვევრები.
ეს მარანი სავსე აღმოჩნდა მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული ძველი ნივთებით.
ვენახის საწამლი სპილენძის მანქანების გვერდით უამრავი სამოვარი, უთო და სხვა ძველმანები.
ეს მარანი უფრო ანტიკვარიატის სალონს წააგავს.
ღვინო სტალინის ეტიკეტებით.
საქართველოს ამპელოგრაფია – 1960 წლის გამოცემა. წიგნი საქართველოს ვაზის სახეობების და ჯიშების შესახებ.
ნუმისის მარნის რესტორანი.
თუმცა ჟურნალისტებმა რესტორნის გარეშეც მოილხინეს.
მათი გამოსვლა ანტიკვარულმა “კლიზმა” ფოტოკამერამ აღბეჭდა…
და ერთდღიანი ღვინის ტურიც დასრულდა.