საუკუნის წინ, ჩაქვის ფერადი ფოტოები ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გადაიღო.
მის მიერ, ორიგინალური ტექნოლოგიით თბილისში, ბორჯომში და ბათუმში გადაღებული ფოტოები უკვე გამოვაქვეყნე. ახლა ჩაქვის რიგი დადგა.
ფოტოზე აღბეჭდილია ჩაქვის ჩაის პლანტაცია და როგორც ავტორი აღნიშნავს, მეჩაიე (ბერძენი) ქალები.
“ვიკიპედია” იუწყება, რომ 1895 წელს ჩაქვში ჩაის კულტურის გაშენებას ხელი მოჰკიდა “საუფლისწულო საზოგადოებამ”.
ჩაის საქმის გასაძღოლად ჩინეთიდან მოიწვიეს 23 წლის ლაო ჯინ ჯაო, რომლის ღვაწლი დაფასებულია რუსეთის იმპერიის მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით.
ლაო ჯინ ჯაოს ვილა ჩაქვში.
ახალი გაშენებული პლანტაცია და შემდეგ ჩაის ფაბრიკა.
ჩაქვის ჩაის ფაბრიკის ექსტერიერი და ინტერიერი. საწარმოო პროცესი
ჩაქვის ჩაის ფაბრიკის პროდუქცია, “რუსული საუფლისწულო ჩაი” ძირითადად განკუთვნილი იყო რუსეთის იმპერიის მაღალი საზოგადოებისთვის.
სიმინდის ყანა, პალმები და შემდეგ ბამბუკი.
ჩაქვში საუკუნის წინ ჩაის გარდა განვითარებული იყო ბამბუკის წარმოებაც.
ბამბუკის საწარმო
ბამბუკის გადასამუშავებელი დანადგარები
ბოლოს ჩაქვის პალმების ფოტო და…
…ბათუმის პანორამა ჩაქვიდან.