ბევრმა ალბათ არ იცის, რომ “ცისფერი გალერეა” ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ სრულფასოვნად აღდგენილი და განახლებული გალერეის ცენტრალური შესასვლელი თითქმის მუდმივად დახურულია.
გალერეის მოქმედი შესასვლელი უკანა მხრიდან, “ალექსანდროვის ბაღიდან” არის, საიდანაც გალერეას ახალი კორპუსი მიაშენეს.
ახალმა კორპუსმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, ახალი საგამოფენო დარბაზები, ტექნიკური საშუალებები და დამხმარე სივრცე შემატა.
“ცისფერი გალერეა” ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენას მასპინძლობს.
ნიკალას უყვარდა მოქეიფე ხალხის ხატვა.
გამოფენაზე ბევრია მსგავსი შინაარსის ნამუშევარი.
რუსეთ-იაპონიის ომი
თბილისის ფუნიკულიორი
დიდი მხატვრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 107 ნამუშევარი.
ასევე, გამოფენილია დავით კაკაბაძის ნახატები და ფოტოები ერმაკოვის კოლექციიდან.
ცისფერი გალერეა 1888-1892 წლებში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით აიგო. შენობა თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი და ,,დიდების ტაძრად” იწოდებოდა.
გალერეა რომში აგებული საგამოფენო სახლის მიბაძვითაა აშენებული.