ძველი ავტომობილები

ბათუმის ბინადარი MGB Roadster

საუკუნოვანი ფორდი

თუ სადმე ძველ ავტომობილს წავაწყდები ვცდილობ ფოტო გადავუღო. ასეთებს განეკუთვნება ნებისმიერი ავტო, რომლსაც 1990 წლამდე აწარმოებდნენ. დროთა განმავლობაში ფოტოების გარკვეული რაოდენობა დამიგროვდა, რაც საშუალებას მაძლევს ეს ბლოგპოსტი გამოვაცხო და მომავალშიც განვაახლო ხოლმე.

თავისი დროის ერთ-ერთი მიმზიდველი და საყვარელი ავტომობილი – Škoda Felicia Roadster. მწარმოებელი ჩეხოსლოვაკური “მლადა ავტო” – 1959 – 1964.

ეს ფოტოები გადაღებულია პრაღაში, სადაც სხვა ბევრ ისტორიულ ავტომობილს წავაწყდი. ქვედა ფოტოზე აღბეჭდილია ავტომობილი “პრაღა”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ამ ავტომობილით პრაღის ქუჩებში გასეირნება დაახლოებით 100 ლარი ღირს.

წინა პლანზე მდგარ შკოდას აწერია გასეირნება 55 ევრო ღირსო, 100 ლარზე მეტი გამოდის.

ინგლისი არ გეგონოთ, ეს Rolls-Royce პრაღაში შევამჩნიე, მექორწინეებს ემსახურებოდა.

პრაღას სხვა დროს კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები, ახლა კრაკოვში გადავინაცვლოთ, სადაც მოულოდნელად სპორტული “ფიატი” აღმოვაჩინე.

ამ მანქანის წინა ნაწილმა საბჭოთა “ჟიგულები” მომაგონა. აი მისი ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელი VAZ 21-06, ჩვენებურად “ნოლშესტი”

მის წინამორბედებს 01 და 11-ს მახსოვს ჩემს ბავშვობაში “ფიატს” ეძახდნენ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირველი თაობის 01-ის ძრავი, რომელსაც “ფიატის” ლოგო ამშვენებდა. ჟიგულების საწარმოო ხაზი, ხომ სწორედ “ფიატისგან” შეიძინა ლეონის ილიჩმა, სბაჭოთა კავშირის უძრაობის ხანის შემოქმედმა. ამბობენ კარგი ავტომობილები უყვარდაო. ლეონიდ ილიჩის პროექტის ერთ-ერთი პირველი პირმშო, “ჟიგული ვაზ 21-11” ჩვენებურად “ადინაცატი”.

საბჭოთა კავშირის უფრო ადრინდელი სიამაყე “მოსკვიჩ 407”

ახლა რუსეთში ტრაბახობენ აშშ-შიც კი გადიოდა ექსპორტზეო, თუმცა თუ რაიმე სატრაბახოა გერმანელებმა უნდა იტრაბახონ, რადგან მოსკვიჩი კონტრიბუციის მომიზეზებით გერმანიიდან წაღებული “ოპელის” ქარხნის ერთ-ერთი მოდელთაგანია.  საბჭოთა თემას ვაგრძელებ და ესეც “ვოლგა” GAZ 21-31

ცეკას და რაიკომის მდივნების ავტო, ახლა ელიავას ბაზრობის ტაქსისტებს ემსახურება.  საბჭოთა ლიდერების უფრო ადრინდელი ავტო “GAZ 12 ZIM” (ზიმი)

არ მიკვლევია, თუმცა გამოხედვაზე ეტყობა რომ ფორდის ნათესავი უნდა იყოს. კიდევ ერთი საბჭოთა სიამაყე GAZ M20 “პობედა”

საერთოდაც “გორკსკი ავტომობილნი ზავოდ” GAZ თავის დროზე, 1932 წელს Ford-თან კოოპერაციით შეიქმნა, მაგრამ პირველი მოდელის შემდეგ ისე ჩამორჩა ამერიკელ ძმობილს, როგორც საბჭოთა კავშირი აშშ-ს. სანომრე ნიშნებიდან მიხვდებით, რომ ეს ავტომობილები თბილისში აღმოვაჩინე, ისევე როგორც მაგალითად უძველესი BMW

კიდევ ერთი ძველი BMW მესამე სერიიდან

მაშინ, როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გერმანიის თავისუფალ ნაწილში ასეთ BMW ქმნიდნენ, კედლის მეორე მხარეს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სოციალისტურ გერმანიაში “ტრაბანტს” ამზადებდნენ “დუროპლასტისგან” (პლასტმასის ნაირსახეობა). “ტრაბანტი” არის გერმანიის გაყოფის შემდეგ, გაყოფამდე არსებული ავტოქარხნის Horch-ისა და Audi-ს ბაზაზე შექმნილი სოციალისტური საწარმოს პირმშო.

გაყოფამდელი გერმანიის პროდუქციაა “ფოლცვაგენის ხოჭო”, რომელის შექმნის დავალება ფერდინარდ პორშემ ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრის დროს მიიღო და იქვე მოხაზა “ხოჭოს” პირველი მოდელის კონტურები. სამწუხაროდ, მხოლოდ მოდერნიზებული ვერსიის ფოტოები გამაჩნია.

კიდევ ერთი მოდერნიზებული “ხოჭო”

ბრიტანულ ავტოწარმოებასაც გადავავლოთ თვალი. ყველაზე ძველი რაც მინახავს 1920-იანი წლების “ბენტლია” – Bentley Thunderbolt

და რა თქმა უნდა “ლენდ როვერი” – Land Rover Defender

ამერიკის დროც დადგა. ცნობილია, რომ ამერიკელებს დიდი ზომის ავტომობილები უყვართ. “ტრაბანტის” თანატოლი “ფორდი”

ასევე უზარმაზარი ლინკოლნი

და ულამაზესი და უძლიერესი Chevrolet Camaro Z-28 SS

Camaro Z-28 SS-ის ეს მოდელი 1970 – 1981 წლებში გამოდიოდა

აქვე მინდა დავდო რამდენიმე ფოტო იმ იმედით, რომ ამ პოსტის მკითხველი მათ ამოცნობაში დამეხმარება.

1. MG TD Midget

2. MG MGB

3. ეს გამოვიცანით –  Citroen SM, 1970-1975 წწ.

შევროლე

სტამბოლის ავტომაგისტრალზე

ვოლგა გაზ 21 “თბილისი მოლში”

ეს ავტომობილი რეკლამას უწევს ფილმს “სრული სვლით დასავლეთისკენ”.

Related posts

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in Wizz Air-ზე

ულიმიტო მოგზაურობა გერმანიაში 49 ევროდ

როგორ მივიღო კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან 2024 წელს