ძველი ბათუმი საოცრებაა. მას ძველი კოლორიტი კვლავაც შემორჩა ამ ბოლო წლებში ჩატარებულმა რეკონსტრუქციის მიუხედავად. ეს პროექტის ავტორების დამსახურება მგონია, რომლებმაც ხელი თითქმის არ ახლეს ძველ ფასადებს და მათ ბუნებრივი სიძველე შეუნარჩუნეს.
ვფიქრობ ბათუმს მოპედები, სკუტერები და მოტოციკლები უხდება.
მაგრამ არა ასეთი 🙂
ძველი ბათუმის ეზოები
თუ ზოგიერთ ეზოს რეკონსტრუქცია არ სჭირდება, ამ ეზოს ის ნამდვილად არ აწყენდა.
ძველი ბათუმი ღამით
ამ რეკონსტუირებულ ქუჩაზე ყურადღებას იქცევს შენობა, რომლის ფასადი განახლებულია, მაგრამ ხელუხლებელია აივნის რკინის ჩუქურთმები, რომლებსაც ჟანგი კიდევ უფრო მეტ ბუნებრიობას მატებს.
ეს შენობა იმის მაგალითია, რომ აღდგენა და რეკონსტრუქცია ცალკეულ შემთხვევაში 100 პროცენტით ამართლებს.