პროექტის დასრულების მოახლოებასთან ერთად კონსტრუქცია სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
რიყეზე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო კომპლექსის მშენებლობა პროექტის გამოჩენისთანავე გახდა კრიტიკის მიზეზი. საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი თანამედროვე დიზაინის მქონე კომპლექსის წინაღმდეგ გამოდიოდა. ახლა კი ის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზადაც იქცა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია დიზაინისა და მაშტაბების გამო გააკრიტიკა და მას ”ზარბაზნის ტუჩი” და ”წაქცეული გრაფინები” უწოდა. თავად ივანიშვილი კი არანაკლებ მაშტაბურ და თანამედროვე დიზაინის მქონე შენობაში ცხოვრობს, რომლის კრიტიკა დღემდე არავის უცდია.
მიუხედავად პოლიტიკისა პროექტი დასასრულს უახლოვდება. ბევრს აინტერესებს როგორ შეიძლება ამ ”წაქცეულ გრაფინებში” შესვლა. საგამოფენო ცენტრში რიყის პარკიდან მოხვდებით, ხოლო მუსიკალურ თეატრში ავლაბრისკენ მიმავალი ქუჩიდან. ეს შესასვლელი საგამოფენო ცენტრსაც მოემსახურება.
მუსიკალური თეატრი, საგამოფენო კომპლექსი, მშვიდობის ხიდი, საბაგირო გზა და იუსტიციის სახლი, მტკვრის პირას, ძველი თბილისის შუაგულში, ახალ, თანამედროვე დიზაინის თბილისს აყალიბებს. ეს ფოტოები მომაწოდა Fabian Monteko – Fabi.ge
მუსიკალურ-საგამოფენო კომპლექსის პროექტი, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტები ეკუთვნის იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი.
2 კომენტარები
Comments are closed.
Add Comment