შუა ზაფხულის სიცხეში, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად წითელი ხიდის საბაჟო დავათვალიერე.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტი წინა ხელისუფლების “ნგრევის” პოლიტიკის შედეგია, ისევე როგორც სარფის საბაჟო და სხვა საბაჟო-გამშვები პუნქტებიც.
საბაჟომდე რამდენიმე კადრი წითელი ხიდისკენ მიმავალი გზიდან. თავდაპირველად რუსთავის ქარხნები.
რუსთავის შემდეგ იწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტი. გზა თითქმის უდაბნოში გადის.
დასახლებული პუნქტების გამოჩენასთან ერთად ამ რაიონის მოსახლეობისთვის დაახასიათებელი ეკონომიკური საქმიანობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
სათბურები
ჰორიზონტზე გარდაბნის თბოელექტროსადგური.
შემდეგ მწვანილის ველები.
ხეხილის ბაღები
მეჩეთი
საბაჟოსაც მივადექით…
ეს არის მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მოქალაქეების (შესასვლელი მარჯვენა მხრიდან) სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტი. სატვირთო ავტომობილების საბაჟო ინფრასტრუქტურა განთავსებულია მარცხნივ. მის შესახებ ცოტა ქვევით.
ფოტოზე ჩანს, რომ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს საქართველოს მხრიდან გადის რიგში მდგომი 3 ავტომობილი, აზერბაიჯანის მხრიდან კი ერთი ავტომობილი შემოდის. საზღვრის ფეხით გადაკვეთა კი ამ კონდენციონირებული დერეფნის გავლით ხდება.
მარჯვენა მხარეს კედელზე გამჭვირვალე ყუთში დამონტაჟებულია რადიაციული კონტროლის მოწყობილობა. თუ ვინმე ჯიბით ურანის გადატანას შეეცდება, დეტექტორი გამაყრუებლად აყვირდება.
სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ არის “ტაქს ფრის” პუნქტი, სადაც საქართველოში კარგად ნავაჭრ უცხოელებს, სათანადო საბუთის წარდგენის შემდეგ, გადახდილ დღგს უკან დაუბრუნებენ.
შემდეგ გავდივართ ნეიტრალურ ზონაში. ქვეითებს საზღვრის გადაკვეთაში მიმართულების მაჩვენებლები ეხმარება.
მცირე მანძილის გავლის შემდეგ “დუტი ფრის” მაღაზიებია.
ქალების ყურადღებას სუნამოები იქცევს, კაცები კი სასმელებს ეტანებიან.
ზოგიერთი პროდუქცია მართლაც იაფია, თუმცა ძირითადად უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე თბილისის სუპერმარკეტებში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “ტაქს ფრი” 20 პროცენტს უკან დაგიბრუნებთ “დუტი ფრის” გარეთ ვაჭრობა გაცილებით ხელსაყრელად გამოიყურება. უკან საქართველოს საბაჟოა, რომელიც თითქმის ცარიელია.
წინ კი ვუახლოვდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს და საბაჟო-გამშვებ პუნქტს. აქ უკვე რიგები იწყება.
რიგია, როგორც სატვირთოთა ზოლში, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვისაც.
რიგის ძირითად მიზეზად აზერბაიჯანის საბაჟოს მუშაობა სახელდება. აქ ერთი ჭიშკრის პრინციპი მოქმედებს და დიდ ნაკადს მხოლოდ ერთი მებაჟე ემსახურება.
აქ წარმოქმნილი რიგი განაპირობებს სატვირთო ავტომობილების რიგს საქართველოს საბაჟოს შესასვლელთანაც.
სანამ ეს ადგილი არ განთავისუფლდება, იქამდე ქართული მხარე ახალ ავტომობილებს ვერ მოემსახურება, რადგან ნეიტრალურ ზონაში მათთვის თავისუფალი ადგილი არ იქნება.
მარჯვენა ჭიშკარი აზერბაიჯანიში შემსვლელებს ემსახურება, მარცხენა კი საქართველოში შემომსვლელთათვის არის. შემოსასვლელი აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით. მარჯვნივ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების საგუშაგო და საზღვრის გამყოფი ღობეა.
მარცხნივ კი ისტორიული წითელი ხიდი.
საზღვარი მდინარე ხრამზე გადის და შესაბამისად ხიდის ეს მხარე აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს. ამ ხიდზე გადიოდა ძირითადი სატრანზიტო მაგისტრალი 2000 წლამდე. შესაბამისად ამ მრავალსაუკუნოვან ხიდზე მოძრაობდნენ მრავალტონიანი ტრაილერები.
ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა ახლა როდესაც ფუნქცია დაკარგა ნგრევა დაიწყო.
კარგი იქნება ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებმა ამ ძეგლის მომავალზე მოილაპარაკონ და ხიდი დანგრევას გადაარჩინონ. ასევე, წითელი ხიდი ტურისტებისთვის ადვილად მისადგომი უნდა იყოს. დავბრუნდეთ უკან საქართველოს საზღვრისკენ და საბაჟოს ის ნაწილი დავათვალიეროთ, რომელიც სატვირთო ავტომობილებს ემსახურება.
როგორც ფოტოდან ჩანს საქართველოში შესვლის მსურველთა რიგი საერთოდ არ არსებობს. რიგი არის საქართველოდან გამომსვლელთა ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანში შემსვლელთა გრძელი რიგი იწვევს. აზერბაიჯანის მხარესაც რომ ისე იყოს, როგორც ეს საქართველოში შემსვლელთა ნაწილშია, რიგი არც საქართველოდან გამსვლელებისთვის იარსებებს.
აქ ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ავტომობილის საბაჟო დათვალიერება სწრაფად განხორციელდეს. მებაჟეთა სამუშაო ჯიხურები სატვირთო ავტომობილის მძღოლის დონეზეა და მას კაბინიდან გადმოსვლის გარეშე შეუძლია საბუთების გაფორმება.
საბაჟო კონტროლი საბუთებთან ერთად ვიზუალური დათვალიერებითაც ხორციელდება.
ასევე, ტრაილერების შიგთავსს რადიაციული კონტროლის მოწყობილობებიც ამოწმებს.
აქვე არის საჭიროების შემთხვევაში ტვირთის შემცველობის შესამოწმებელი ლაბორატორია. საეჭვო ნივთიერების აღმოსაჩენად (ნარკოტიკები და სხვა) საჭირო მძლავრი სკანერი, ოდნავ მოშორებით მდებარეობს.
აზერბაიჯანიდან მომავალი მოქალაქეები საზღვარს ზევით განხილული დერეფნის ანალოგიური დერეფნის გამოყენებით გადაკვეთენ.
სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ მოსაცდელ დარბაზში მოხვდებით, სადაც ბუფეტი და ბავშვების თავშესაქცევი კუთხეც არის.
ბავშვთა კუთხე.
და ფისო 🙂
ბევრი ტურისტისგან მსმენია აღფრთოვანება საქართველოს საბაჟოს ხილვისა და სერვისის გამო. ეს ემოცია განსაკუთრებით მძაფრდება აზერბაიჯანის საბაჟოსთან შედარების ფონზე. თუ მომეცა შესაძლებლობა მომავალში აზერბაიჯანის საბაჟოს შესახებაც დავწერ.
რუკა