არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა მეტეხის კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლების უკანა მხარეა. პირველი ფოტო ქუჩის ბოლოდან გადავიღე, ციხის ნანგრევებიდან.
ძველი თბილისის ერთი დანგრეული და მოუწესრიგებელი ქუჩის რეკონსტრუქციიდან თითქმის 3 წელი გავიდა.
ვისაც გაქვთ ინფორმაცია ამ ციხის შესახებ გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ.
აღდგენილ გუმბათზე მოწყობილია მცირე მოედანი თბილისის ხედების დასათვალიერებლად.
აქედან მარტივი აღსაქმელია კონტრასტი აღდგენილსა და ჯერ კიდევ გაურემონტებელ ისტორიულ შენობებს შორის.
აქ მოხვედრა არ იყო მარტივი, განა იმიტომ რომ რთული მისაგნებია, ან ციცაბო კლდეების გადავლაა საჭირო…
ქუჩის დასაწყისიდან ეზოებში გამომწყვდეული ძაღლების ყეფა და გნიასი ისმის.
ღია ჭიშკრიდან კი ეს ავი ძაღლი გამოგვიხტა. ალბათ იმ ქუჩის ძაღლმა გადაგვარჩინა, რომელიც დასაწყისიდანვე აგვედევნა.
არაფრით მოგვშორდა და თავისი ჭკუით ბოლომდე გვიცავდა შავი ძაღლის თავდასხმისგან.
ძაღლების გარდა ამ გულიანად აღდგენილ ქუჩას უგულო დამოკიდებულება მთელ ხიბლს უკარგავს.
ციხის ქვევით, მტკვრის ნაპირზე კედელივით აღმართულ კლდეზე, ვიღაცას სახელდახელოდ ქოხი მოუწყვია და აივანიც მიუშენებია.
რეკონსტრუქციისას დაწყებული და შემდეგ შეჩერებული მშენებლობა ნაგავსაყრელად არის ქცეული.
უგულო დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი – სამშენებლო მასალები და ნარჩენები ციხის კედელზე.
ვიღაც ულამაზეს ფანარს შეჯახებია და ლამპიონი თითქმის ოთახის ჭაღად გადაუქცევია. მეორე ფოტოზე კი მშვენიერ მოჩუქურთმებულ აივნებს ხიბლს უკარგავს გაუაზრებლად გაკეთებული კონდენციონერი, გაზგაყვანილობა და საკვამური.
სარეკონსტრუქციო სამუშაობის სერიოზულობის რამდენიმე ნიშანი, ხის ხარისხიანი კარ-ფანჯრები, აივნები, ჭიშკრები და ევროპის ისტორიული ქალაქებისთვის დამახასიათებელი სპილენძის საწვიმარი მილები.
ეზოში ჩაკეტილი სამშენებლო ნარჩენების გარდა ვიზუალს ამახინჯებს ორიგინალური რკინის კიბის მოაჯირზე გადაფენილი სარეცხი 🙁
განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა მცირე ზომის, მინიატურული აივნები (ფოტოზე მაშტაბი ძნელი აღსაქმელია).
სატელიტურ თეფშს და გაზის მილს თუ არ შევიმჩნევთ, მშვენიერია.