10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით.

“ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ამ ავიაკომპანიის რეისებით. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.

ვიზეარის ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულება რეისის დღეები დაწყების თარიღი ფასები***
სოფია სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ლარნაკა სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 9.99 ევრო
ბერლინი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 24.99 ევრო
დორტმუნდი ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მილანი მალპენსა ოთხშაბათი, კვირა 25 სექტემბერი 14.99 ევრო
მემინგენი ორშაბათი, პარასკევი 23 სექტემბერი 19.99 ევრო
სალონიკი სამშაბათი, შაბათი 24 სექტემბერი 14.99 ევრო

განრიგი არ არის საბოლოო და ფრენების სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება

სალონიკი – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში 3-ჯერ იფრენს. არსებულ დღეებს ემატება ოთხშაბათის ფრენა. გასათვალისწინებელია, რომ 1 ნოემბრიდან საღამოს ფრენა შეიცვლება დილის ფრენით, 05:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

ლარნაკა (კვიპროსი) – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება მესამე (ხუთშაბათის) რეისი. ფრენები არ შედგება 24 და 31 დეკემბერს. 1 ნოემბრიდან იცვლება განრიგიც – 12:30 ნაცვლად ფრენა განხორციელდება, 18:50 სთ-ზე ქუთაისიდან;

სოფია – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე კვირაში სამი რეისი განხორციელდება. არსებულ განრიგს ემატება ხუთშაბათის ფრენა (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი); ამასთანავე, 1 ნოემბრიდან დილის ფრენა შეიცვლება შუადღის ფრენით 12:35 სთ-ზე ქუთაისიდან;

ვარშავა – 1 ნოემბრიდან მხოლოდ 1 რეისი განხორციელდება შაბათობით, დილის 06:40 სთ-ზე ქუთაისიდან (1 ნოემბრამდე იფრენს ოთხშაბათს და კვირას); 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაემატება სამშაბათის რეისიც, რომელიც ისევ განახლდება 28 მარტიდან და რეისები განხორციელდება სამშაბათობით და შაბათობით, ოღონდ უკვე საღამოს საათებში, 21:55 სთ-ზე; 20 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე დაემატება ხუთშაბათის ფრენაცმ 3 რეისი კვირაში, 21:55 სთ-ზე ქუთაისიდან;

კატოვიცე – ზამთრის პერიოდში, 1 ნოემბრიდან მარტის ბოლომდე არ იფრენს. 26 მარტიდან რეისები აღდგება განახლებული განრიგით ოთხშაბათს და კვირას (ნაცვლად სამშაბათისა და შაბათისა)  – 04:25 სთ-ზე ქუთაისიდან.

***ცვლილებები მოსალოდნელია მომავალშიც.

თუ როგორ უნდა შეიძინოთ და ისარგებლოთ “ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაბილეთებით აღწერილი მაქვს პოსტში სათაურით: სად “გვატყუებს” WizzAir-ი

იაფი ავიაბილეთების შეძენის შემდეგ უნდა იზრუნოთ ბიუჯეტურ სასტუმროზე ან აპარტამენტზე. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 30 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს