20%-ით გაიზარდა მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი  ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%  მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67% გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532  მგზავრმა ისარგებლა. რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).

ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი).

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს