2345 ირანელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე

2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ირანის 2345-მდე მოქალაქეს.

საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში:

  • საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 434 მოქალაქე. ამ სიის პირველ სამეულში ირანს მოსდევს ინდოეთი (370) და თურქეთი (46).
  • საქართველოდან გააძევეს ირანის 2 მოქალაქე.
  • სავიზო რეჟიმი დაარღვია ირანის 159-მა მოქალაქემ (ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ 45 დღის განმავლობაში).
  • საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ირანის 17 595-მა მოქალაქემ, რაც 13%-ით აღემატება შარშანდელ ნოემბრის მაჩვენებელს.

ყოველთვიურად საქართველოს ათობით ათასი ირანელი ვიზიტორი ჰყავს. 2017 წელს მათი რიცხვი თითქმის 283 ათასს შეადგენდა და ეს სტატისტიკა ბოლო წლებში სულ უფრო მზარდია.

საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, თუკი ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 889 ლარს შეადგენდა, ირანელები ვიზიტზე საშუალოდ 1812 ლარს ხარჯავდნენ.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს