აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%-ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15%-ით (80 732 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 900 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 41.19% ით (15 140 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთარაოდენობის მაჩვენებელზე.

2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 101%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 156 784 მგზავრი – 78 733 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლისანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 246 მგზავრს მოემსახურა, რაც 562 მგზავრით, შესაბამისად 82.16%-ით მეტია ვიდრე გასულიანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 195 მგზავრი მიიღო, რაც 110 მგზავრით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებულიმგზავრების რაოდენობა.

2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 5 200, აქედან რეგულარულირეისების რაოდენობაა 4 640, ხოლო ჩარტერების 560. 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805.041 ტონა შეადგინა, რაც 1 753.213 ტონით, შესაბამისად, 43.27%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილსფლობს. წამყვან პოზიციებზე იმყოფებიან აგრეთვე “Turkish Airlines” და ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილისმიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია“Wizz Air” – 152 697 მგზავრი 15%;
  • ავიაკომპანია“Turkish Airlines” – 110 962 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია“Georgian Airways” – 99 324 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია“Pobeda Airlines” – 96 546 მგზავრი 10%;
  • ავიაკომპანია“Ural Airlines” – 60 507 მგზავრი 6%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 89% (უცხოური ა/კ) / 11% (ქართული ა/კ).

საქართველოში ფრენების (აფრენა, დაფრენა და შიდა გადაფრენა) ზრდის კუთხით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპროგნოზო მონაცემები 2019 წლისპირველი კვარტალისთვის 22.3%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში „ევროკონტროლი“ ფრენების 15.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს