აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბრატისლავაში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აფხაზეთის ტურისტული სტენდი გაიხსნა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 24 – 27 იანვარს მიმდინარე ტურისტულ გამოფენაზე ITF SLOVAKIATOUR 2019.

ბრატისლავაში 24-27 იანვარს მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას წარმოადგენს სამრეწველო-სავაჭრო პალატის დელეგაცია, მისი პრეზიდენტის თამილა მერცხულავას ხელმძღვანელობით.

ამ ორგანიზაციის ფეისბუკზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აფხაზეთის სტენდი, რომელზეც გამოფენილია ტრადიციული პროდუქცია, ჩურჩხელები, თაფლი, ღვინო და სხვ. მოინახულა სლოვაკეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ფედოროვმა და რუსეტის სავაჭრო წარმომადგენელმა ეკატერინა ბელიაკოვამ. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომედგენელთა ფეისბუკგვერდი ირწმუნება აფხაზეთის სტენდი სლოვაკეთის ჩინოვნიკებსაც მოუნახულებიათ.

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს