ჩინეთის ავიაკომპანია Air China-მ საქართველოში ფრენების დაიწყო. ავიარეისები ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ შესრულდება.
Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან პირველი ავიარეისის განხორციელებით, რომელიც 16 დეკემბერს Boeing 737-800-ით შეასრულა. თვითმფრინავმა საქართველოს დედაქალაქში 98 მგზავრი ჩამოიყვანა, თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით კი 121 მგზავრი გაემგზავრა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის “უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია”, – ვკითხულობთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.
Air China ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია, China Southern Airlines ოპერირებს.
რეკომენდაციები
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: AirHelp
- იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან
- მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი