Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო

ჩინეთის ავიაკომპანია Air China-მ საქართველოში ფრენების დაიწყო. ავიარეისები ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ შესრულდება.

Air China-მ საქართველოში ფრენები დაიწყო ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან პირველი ავიარეისის განხორციელებით, რომელიც 16 დეკემბერს Boeing 737-800-ით შეასრულა. თვითმფრინავმა საქართველოს დედაქალაქში 98 მგზავრი ჩამოიყვანა, თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით კი 121 მგზავრი გაემგზავრა.

ჩინეთსა და საქართველოს შორის “უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია”, – ვკითხულობთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.

Air China ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია, China Southern Airlines ოპერირებს.

რეკომენდაციები

  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია:  AirHelp
  • იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ან ქუთაისიდან
  • მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების იაფი ბილეთები ევროპაში: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

Related posts

ქუთაისის აეროპორტში E-Gate სისტემა ამოქმედდა

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ