4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
საქართველოს ავიაბაზარზე AIR MALTA-ს შემოსვლასთან დაკავშირებით 16 მაისს, 11 საათზე სასტუმროში HOLIDAY INN პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოში AIR MALTA-ს კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე.
ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს AIR MALTA-ს სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.
პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com