ბიუჯეტური მოგზაურობისას დაბალფასიანი მარშრუტით მგზავრობის გარდა აუცილებელია იაფი, მაგრამ კომფორტული საცხოვრებლის მოძებნა.
ლვოვის შემთხვევაში ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან იქაური ფასები ხშირ შემთხვევაში სასაცილოდაც კი გამოიყურება დანარჩენ ევროპასთან შედარებით. მაგალითად Airbnb-ის მეშვეობით 18 დოლარად თქვენ დაჯავშნით ორადგილიან მშვენიერ აპარტამენტს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.
ჩემს შემთხვევაში 18 დოლარიანის დაჯავშნა ვერ მოხერხდა, განა იმიტომ რომ დაკავებული იყო, არამედ მე მსურდა “ეარბიენბის” სამოგზაურო კრედიტის გამოყენება, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება თუ ბინის დაქირავებისას მინიმუმ 75 დოლარს დახარჯავთ. მე კი ლვოვში 3 ღამით ვრჩებოდი და 3-ჯერ 18 კრედიტის ათვისების საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ ავირჩიე 30 დოლარიანი აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს “ბაზრის მოედანზე”, ლვოვის ცენტრალურ, ისტორიულ მოედანზე.
ამ მოედანზე, ღია რესტორნების, კაფე-ბარებისა და სავაჭრო დახლების შუაგულში აღმართულია ლვოვის რადას (საკრებულო) ისტორიული შენობა, ფოტოზე მარცხენა მხარეს კი ჩემ მიერ დაქირავებული ბინის სადარბაზოს კარია. შეუძლებელია ამაზე უკეთესი ადგილის შერჩევა ქალაქის სულის შესაგრძნობად.
აი ასეთი სადარბაზოდან, რომელიც ძალიან წააგავს სოლოლაკის შენობების სადარბაზოებს, მოვხვდი ახალგარემონტებულ, სუფთა და კომფორტულ აპარტამენტში სახელწოდებით, Rynok Square top location apartment.
მთავარი ოთახისგან სამზარეულო გამოყოფილია ბარით, ხოლო თეთრ კარადებში ჩაშენებულია მაცივარი, ელექტროქურა, მიკროტალღოვანი ღუმელი, თაროები ჯამ-ჭურჭლით…
აბაზანა-ტუალეტი
ბუნებრივია აპარტამენტში არის ინტერნეტი -Wi-Fi და ტელევიზორი, ფანჯრებიდან კი ლვოვის კოლორიტული ეზოებისა და სახურავების ხედები მოსჩანს.
ამ სტუდიური ტიპის ბინის მფლობელია Olesya, ის კიდევ რამდენიმე მსგავს და უფრო იაფ აპარტამენტს აქირავებს. თუ რომელიმე ბინის დაჯავშნამდე “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂
თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.