მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია.
ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.
მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე.
მილანში აპარტამენტის შერჩევისას ძირითადად ვიხელმძღვანელე ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და ფასის შესაბამისობის პრინციპით. იმის გამო, რომ მილანის უბნებსა და ქუჩებში ვერ ვერკვეოდი მოძიებულ ვარიანტებს შორის ყურადღება შევაჩერე ყველაზე მიმზიდველ ფოტოებზე.
აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შერჩეული აპარტამენტი მდებარეობს მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში, რომლის სახელწოდებაა Navigli (არხების სისტემა). საირიგაციო დანიშნულების გარდა, არხები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან და უამრავ ტურისტსა თუ ადგილობრივს იზიდავს. შესაბამისად არხების გასწვრივ არსებული ქუჩები სავსეა ბარ-რესტორნებითა და დროსტარებით.
გარეთ კი ხმაურია, მაგრამ მესამე სართულზე განლაგებულ აპარტამენტში არაფერი ისმოდა, ძილში ხელს მხოლოდ კონდენციონერის ხმა გვიშლიდა. კონდენციონერის გარეშე კი გაძლება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან აპარტამენტის მეორე სართული (მანსარდა) სახურავში იყო მოწყობილი. ბინაში შესვლამდე კი სულს და გულს ნამდვილი იტალიური ეზო და მისი სილამაზე ახარებს.
აპარტამენტის დასახელებაა Glam Apartment in Navigli Area და მისი ღირებულება ერთ ღამეში 96 აშშ დოლარიდან იწყება და 4 სტუმრისთვის 104 დოლარს შეადგნს. თუმცა კი ეს აპარტამენტი 4 სტუმრისთვის ნამდვილად მცირე ზომის არის. საუკეთესოდ გამოდგება 2 ან თუნდაც 3 ადამიანის დასაბინავებლად.
მოკლედ თუ Airbnb-ზე ჩემგან დარეგისტრირდებით აპარტამენტის დაჯავშნისას 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
აუცილებლად გაეცანით მომხმარებელთა შეფასებებს, რომლებიც გვერდის ქვედა ნაწილშია და შეამოწმეთ ხოლმე სტუმრების მიერ მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა. ჩემი გამოცდილებით ოთხნახევარი ან 5 ვარსკვლავი კარგი ვარიანტია ხოლმე.
გაითვალისწინეთ, რომ Airbnb კრძალავს მასპინძლის მიერ ფულის მოთხოვნას, თქვენ ფულს უხდით საიტს, ხოლო ის მოგვიანებით ურიცხავს მასპინძელს. მაგრამ იტალია რის იტალია იქნებოდა ყველა წესი რომ დაეცვა 🙂 მასპინძლები ათასგვარ დამატებით თანხას ითხოვენ ხელზე, ერიდეთ ასეთებს. ერთადერთი რასაც შეიძლება დათანხმდეთ და მეც ასე გავაკეთე, არის ე.წ. “სიტი ტაქსი” – ქალაქის გადასახადი. იტალიის ქალაქების უმრავლესობამ ტურისტებს გადასახადი დაუწესა და მათ აკრეფვას მასპინძლებს ავალებს და ისინიც 2,5 ევროს ერთ კაცზე, ერთ ღამეში, ხელზე ითხოვენ. თავისუფლად შეეძლოთ ეს საფასურიც ბინის საერთო ღირებულებაში შეეტანათ, მაგრამ რაღაცას მაიმუნობენ 🙂
ამ და კიდევ ბევრი სხვა აპარტამენტების მოძება და დაჯავშნა “ეარბიენბის” გარდა შეგიძლიათ სასტუმროების ყველაზე დიდი საძიებო სისტემის მეშვეობით: hotelscombined.com – ის აერთიანებს booking.com-ს და სხვა მსგავსს საიტს და ძებნის შედეგებში ფასების შედარების საშუალებას გაძლევთ. მოკლედ, ასე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაზე იაფი და მისაღბი ვარიანტი. მაგრამ მე მაინც “ეარბიენბის” გირჩევთ. უფრო დაწვრილებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Airbnb აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტებში.
- რა არის Airbnb?
- როგორ გამოვიყენოთ 44 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე
- რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს
ამ სისტემის მეშვეობით თქვენ შეძლებთ უფრო კომფორტული და უფრო იაფი აპარტამენტის დაჯავშნას, უბრალოდ ჩემი მოგზაურობის მომენტისთვის ბევრი საუკეთესო ვარიანტი უკვე დაკავებული იყო. ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ ადრიანად და მილანში მოგზაურობა ბათუმში დასვენებაზე ძვირი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.
რეკომენდაციები:
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
- 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com