ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, სილამაზესთან ერთად, სიიაფეა, როგორც ავიაბილეთების, მოგზაურობის წვრილმანი ხარჯების, ასევე საცხოვრებლის. ამ მხრივ Airbnb დიდ არჩევანს გვთავაზობს. თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.
პირველი აპარტამენტი, რომელშიც 5 დღე ვცხოვრობდი მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალურ უბანში, პარლამენტის მახლობლად, მეტროსადგურ Arany János utca-ის გვერდით. გთავაზობთ ამ ბინის ვიდეოაღწერას, რომელიც 1 დღე 27 აშშ დოლარი ღირს.
აპარტამენტის დასახელებაა Private apartment near the sights. თუ დაჯავშნას გადაწყვეტთ რეგისტრაცია გაიარეთ ჩემი გვერდიდან და მიიღებთ 35 evros ფასდაკლებას.
მეორე აპარტამენტი SAS 2.0, რომელშიც 2 დღე გავჩერდით, იქვე მდებარეობს. მისი ღირებულება ოდნავ მაღალია – 38 დოლარი. ის უფრო მცირე ზომისაა, მაგრამ რემონტს ეტყობა, რომ დიზაინერის ნამუშევარია. აპარტამენტის სიახლოვეს არის მერტროს სადგურები, Bajcsy-Zsilinszky út და Deák Ferenc tér.
აღსანიშნავია, რომ ორივე აპარტამენტის მფლობელებს აქვთ სხვა ბინებიც, სხვა ტევადობისა და ოდნავ განსხვავებული ფასებით. თუ როგორ ისარგებლოთ აპარტამენტების დაჯავშნის სისტემით იხილეთ ინსტრუქცია. და თუ ეს რთულად მოგეჩვენებათ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებელს: hotelscombined.com