AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

AtlasGlobal-ი, რომელმაც საქართველოში რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონისბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება. რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.

„AtlasGlobal”-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „Atlasjet”-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

 

რეკომენდაციები:

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • ვიზეარის ახალი მიმართულებების ქალაქებში მუზეუმების იაფი ბილეთების სსაიტი: Tiqets

Related posts

easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

EURO 2024-ისთვის Wizz Air-ი ქუთაისიდან რეისებს ამატებს