“დომუსის რესტავრაცია და კონსერვაციის” მესამე საერთაშორისო კონკურსში”ბაგრატის ტაძარმა” თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა. კონკურსის ჟიური აღნიშნავს, რომ არქიტექტურული და გამომსახველობის ურთიერთშერწყმის საყურადღებო მაგალითს წარმოადგენს ანდრეა ბრუნოს მიერ განხორციელებული ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოში. წყარო: www.admnetwork.it
დაჯილდოების ცერემონიალი 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართება.
“ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი ტაძრისა, რომელიც გახლავთ მეთერთმეტე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, გახლავთ არქიტექტორის უზადო ძალისხმევის მაგალითი. ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა “ახლისა” და “ძველის” შერწყმა, ისე რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. აღნიშნული პროექტი არის უკვე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. ტაძრის პირვანდელ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, როგორიცაა თანამედროვე ანტრესოლი სადაც დაცული გახლდათ საწყისი პერიმეტრი. ასეთი სახის მიდგომა გამოკვეთს ტაძრის პირველწყაროს და სრულად აღადგენს მის მოცულობას”, – ნათქვამია ჟიურის შფასებაში.
მსგავსი პოსტები: