3.2K
ბათუმის ცენტრში აშენებული ეს კოშკი ბევრს მოსწონს, მეც მომეწონა და შარშან რამდენიმე ფოტო გადავუღე. მხოლოდ ახლა, მეგობრის Vader Lord-ის დახმარებით შევამჩნიე, რომ კოშკზე დამონტაჟებულია ასტრონომიული საათი, ისეთი, როგორიც პრაღის რატუშაზე.
ახლა გასარკვევი რჩება ამ საათით სარგებლობის წესები.
ასტრონომიული საათი ბათუმის საკრებულოს 2010 წლის გადაწყვეტილებით გერმანიაში შეუკვეთეს და მისი დამზადება 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაჯდა.
სწორედ მისი ღირებულება გახდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. მიუხედავად ამისა ის ისევე იზიდავს ტურისტებს და ფოტოკამერებს, როგორც პრაღის საათი.